„ბარაქისთვის გირჩევთ მხოლოდ ერთ რაღაცას, ზუსტად 12 საათზე მიირთვით...“ - გოგა მანიას რჩევები
1766434029
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილ აგენტს, რობერტ ჰანსენს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო 22 წლის მანძილზე მოსკოვის სასარგებლოდ ჯაშუშობაში.
რუსეთმა ჰანსენს საიდუმლო ინფორმაციის სანაცვლოდ 1,4 მილიონი დოლარი გადაუხადა ნაღდი ფული და ბრილიანტებიც თან აჩუქა.
რობერტ ჰანსენი 2001 წლის თებერვალში დააპატიმრეს, როცა მან საიდუმლო ინფორმაციის შემცველი და დამკვეთისთვის გამიზნული პაკეტი დატოვა ვაშინგტონის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ პარკში.

FBI-ის აგენტი, რომელიც აშშ-ს ისტორიაში ყველაზე დიდი ზიანის მომტანად ითვლება, ციხეში გარდაცვლილი იპოვეს. ის კოლორადოს შტატში განსაკუთრებულად დაცულ ციხეში იხდიდა სასჯელს. მას სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.