VIDEO: როგორ ცხოვრობენ ქალები, რომლებსაც ქმრის სიკვდილის შემდეგ, ოჯახები სახლიდან აძევებენ - „ქვრივების ქალაქი“ ინდოეთში

ქვრივების ქალაქი

ინდოელებს სწამთ, რომ ქვრივ ქალს უიღბლობა მოაქვს. ამიტომ ქმრის სიკვდილის შემდეგ ქალები მშობლიურ სახლს სამუდამოდ ტოვებენ.

ოჯახისგან უარყოფილი ქალები სიცოცხლის ბოლომდე თავს მათხოვრობით ირჩენენ. ზოგიერთი მათგანი ქუჩაში ეძებს საკვებს.

ვრინდევანს ქვრივების ქალაქად იცნობენ. აქ 55 000-მდე ადამიანი ცხოვრობს. მათგან 20 000 ქვრივია.

ქვრივებთან ურთიერთობაზე უარს მხოლოდ ოჯახის წევრები არ ამბობენ, ისინი საზოგადოებისგანაც იკვეთებიან. მათ ეკრძალებათ რელიგიურ ფესტივალებსა და სხვა ღონისძიებებზე დასწრება.