„თქვენ იღბლის ფავორიტები ხართ“ - ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
1732308365
"ლიფაანალი" სვანი ხალხის ერთ-ერთი გამორჩეული ტრადიციაა. "სულების კვირეული", ეს ტრადიცია ამ მხარეში უამრავი წელია რაც არსებობს. რიტუალი იწყება წყალკურთხევის წინა დღეს, 18 იანვარს, ანუ ძველით ახალი წლის მეხუთე დღეს.
სვანები ამ დღეებისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან, "ლიფაანალის" წინა დღეს სახლში ყველა საოჯახო ნივთი ირეცხება, ოჯახი "სუფთად ხვდება სულებს".
18 იანვარს დილიდანვე იწყება სამზადისი, სუფრაზე პირველ დღეს ყველაფერი სამარხვო უნდა იყოს, შემდეგ დღეებში ხსნილი არის და ყველაფრის დადება შეიძლება სუფრაზე. საკურთხ მაგიდასთან არ შეიძლება ბასრი ნივთების გამოყენება, რადგან ეს "სტუმრებს აშინებთ".
სვანებს სჯერათ, რომ დღეს მიცვალებულთა სულები სტუმრობენ თავიანთ ოჯახებს. 18 იანვარი თუ ორშაბათს ემთხვეოდა, მაშინ "ლიფანალი" 1 კვირა გრძელდებოდა, ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც 18 იანვარი კვირას დამთხვევია, შესაბამისად, ორშაბათს დილით "გაუცილებიათ სულები", ანუ მხოლოდ ერთი დღე გაგრძელებულა. ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ დღეს დაემთხვევა რიცხვი. ხანგრძლივი "ლიფაანალი" კარგი წლის მომასწავებელი არის, მოკლე კი არც თუ ისე კარგის. მოკლე "ლიფაანალის" ხორკობს ეძახიან.
ტრადიციის თანახმად, სულები ერთი დღით ტოვებენ ოჯახის წევრებს, "ლალხორში" მიდიან შაბათ საღამოს და კვირა საღამოს ბრუნდებიან სახლებში. ოჯახის წევრები სულებს "ლალხორში" წასვლის დროს ეუბნებიან - "მაგ ხოჩაგარ უ ეჯსაზრახ" რაც ითარგმნება ასე - ყველაფერი კარგი გადაგეწყვიტოთ ჩვენს ოჯახზე. ლალხორიდან დაბრუნებულ სულები ორშაბათს გამთენიისას ტოვებენ ოჯახებს. ამბობენ: როდესაც სულებს აცილებ, უკან არ უნდა მოიხედო.