წყალი 9 საათით შეწყდება - GWP აბონენტებს აფრთხილებს
1771959376
ერთ დროს, ტყუპი დების - კაირისა და ბრიელ ჯექსონების ჯანმრთელობის მდგომარეობა მსოფლიო ყურადღების ცებტრში იყო. მათი ისტორია დღემდე ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ და შთამბეჭდავ სამედიცინო მოვლენად მიიჩნევა.
გოგონები 1995 წელს, ვადაზე 12 კვირით ადრე დაიბადნენ. თითოეული მათგანი კილოგრამსაც კი არ იწონიდა და ექიმები მათ გადარჩენას მცირე შანსს აძლევდნენ. ახალშობილები დღენაკლულთა ინკუბატორებში ცალ-ცალკე მოათავსეს.
ბრიელის მდგომარეობა შედარებით სტაბილური იყო და დროთა განმავლობაში წონაში მატებაც დაიწყო, თუმცა კაირის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე რჩებოდა. ექიმები იმედს თითქმის კარგავდნენ.
რამდენიმე კვირის შემდეგ მოულოდნელი შემთხვევა მოხდა: ერთ ღამეს ბრიელმა დაიწყო ტირილი, ისე, რომ სუნთქვა უჭირდა და სხეულიც გაუულურჯდა. მორიგე ექთანმა ყველა შესაძლო ზომას მიმართა, თუმცა ბავშვის დამშვიდება ვერ შეძლო.
საბოლოოდ, მედდამ, გეილ კასპარანმა — წესების დარღვევის მიუხედავად, ტყუპების ერთად დაწვენა გადაწყვიტა. სწორედ მაშინ მოხდა ის, რასაც მოგვიანებით „სასწაულს“ უწოდებდნენ: ბრიელი მალევე დამშვიდდა და ინსტინქტურად მოეხვია დასუსტებულ დაიკოს, კაირს.
რამდენიმე დღეში კაირის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა — მან წონაში მატება დაიწყო და მალევე დაიკოსაც კი გაუსწრო.
დღეს კაირი და ბრიელი უნივერსიტეტში სწავლობენ. როგორც თავად ამბობენ, ერთმანეთის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ — მათი ისტორია კი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად ძლიერია და მნიშვნელოვანია და-ძმის კავშირი.