ადრეული დემენციის 5 ნიშანი, რომლის შესახებ ბევრმა არ იცის
1728324179
ქართველი ქალების მეოჯახეობასა და უანგარო სიყვარულზე ბევრი თქმულა და დაწერილა, მაგრამ ის, რაც „კვირის პალიტრის“ სტატიის გმირმა გააკეთა, თითქმის დაუჯერებელი ისტორიაა. გამოცემას ტრაგიკულ ისტორიას მთავარი გმირის და უყვება. (სახელები და გვარები შეცვლილია)
- ნინელიმ და ზურამ ერთმანეთი სკოლაში გაიცნეს. მერვე კლასიდან გადმოვიდა, ზურა ნინელის კლასში და გაცნობის დღიდან ერთად იყვნენ. ყველას მოსწონდა მათი ურთიერთობა, ზურას დედის გარდა. თავიდან არავინ ვაქცევდით ზურას დედის რეაქციას ყურადღებას, რადგან ვამბობდით, დედისერთა ბიჭია და დედა ეგოისტურად იქცევა, რომ დაქორწინდებიან და ნინელის კარგად გაიცნობს, ასე აღარ გაგრძელდებაო. დედამთილი პირველი დღიდანვე უმწარებდა სიცოცხლეს. წარმოიდგინეთ, ქორწილზე, როცა მეფე-პატარაძალს ლოცავდნენ, ეს ქალი ტიროდა, რა უბედურია ჩემი შვილი, ეს რომ მოიყვანაო... ისე მოხდა, რომ უმაღლესში არცერთმა ჩააბარა. ზურამ მალევე იშოვა სამსახური. ბიძამ გემზე დააწყებინა მუშაობა და წელიწადში 6 თვე ზღვაში იყო, ხოლო ნინელი დედამთილთან... დედამთილი მაქსიმალურად ცდილობდა ნინელის გამწარებას; ის კი არა, ისეთი ჭორების გავრცელებასაც არ ერიდებოდა, რითაც ზურას სახელს უტეხდა. სამწუხაროდ, შვილი არ გაუჩნდათ და დედამთილი ჭორებს ავრცელებდა, მეათე კლასში ნინელი უცხო ბიჭისგან დაორსულდა, მერე აბორტი გაიკეთა და უშვილო დარჩაო... შვილის აყვანა არც უფიქრიათ. ნინელი არც აგრძნობინებდა ზურას თავის ტკივილს და დედამთილს ისე ექცეოდა, თითქოს მისგან შეურაცხყოფა არც ჰქონია მიყენებული. ძალიან ეკლესიური იყო და ამანაც განაპირობა მისი მომთმენი ხასიათი.
- როდის გაიგეთ, რომ უკურნებელი სენით იყო დაავადებული?
- ზურა ახალი წასული იყო. ნინელის გულის მხარე ჰქონდა ტკივილები და დიდი ხვეწნის მერე გამომყვა ექიმთან და აღმოჩნდა, რომ მკერდის კიბო ჰქონდა და თან ბოლო სტადია. მაშინვე დავურეკეთ ზურას და გზიდან მობრუნდა. ჩამოსვლიდან 2 დღეში გარდაიცვალა ნინელი. ძალიან დაუჩქარდა პროცესი. ზურას არ სჯეროდა, რომ მხოლოდ სიმსივნის ბრალი იყო და გაკვეთა მოითხოვა.
- და გაკვეთისას გაიგეთ, რომ ნინელი ისევ ქალიშვილი იყო?
- დიახ, გაკვეთას ჩვენ არ დაგვასწრეს, მაგრამ ექიმი რომ გამოვიდა გარეთ, იკითხა, ეს ხომ გათხოვილი იყოო, კი-მეთქი და შევატყვე, რომ ზურა შეცბა. მხოლოდ მე და ზურა ვიყავით იქ. გაოცებული ვარ, ქალიშვილი იყოო, გვითხრა ექიმმა და გავიდა. ნახეთ სრულად
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 სასიყვარულო მრავალკუთხედი სასტიკი მკვლელობით დასრულდა - შემზარავი ისტორიის დეტალები
👉 Exclusive: რატომ არ ბრუნდება ანი ყიფშიძე თურქეთში საყვარელ ადამიანთან
👉 ვინ იყო ლევან აბაშიძის უკანასკნელი სიყვარული - „ვნანობ, რომ მისგან შვილი არ გავაჩინე....“