სასტიკად მოკლული ცოლი და შვილები - ბრალდებული მამის შემზარავი ჩვენება, რომელმაც ხალხი შოკში ჩააგდო

უოტსები

ორსული მეუღლისა და ორი ქალიშვილის მკვლელობიდან ერთი დღის შემდეგ, მედიაში მკვლელის - კრისტოფერ უოტსის სატელევიზიო ინტერვიუ გავრცელდა, რომელიც ოჯახს სახლში დაბრუნებას ევედრებოდა. ამ დროს არავინ იცოდა, რომ გაუჩინარებული ქალი და მისი ორი მცირეწლოვანი შვილი სწორედ იმ ადამიანმა მოკლა, რომელიც ინტერვიუს დროს მზრუნველი მამისა და დამწუხრებული ქმრის როლს ირგებდა.

2018 წლის 13 აგვისტოს, კრის უოტსის მეუღლე, 15 კვირის ორსული შანან უოტსი და მისი ორი მცირეწლოვანი ქალიშვილები გაუჩინარდნენ. მომხდარიდან სამი დღის შემდეგ, ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ 34 წლის შანანის, 4 წლის ბელასა და 3 წლის სისის ცხედრები იმ ნავთობკომპანიის ტერიტორიაზე იპოვეს, სადაც კრის უოტსი მუშაობდა.

კრისსა და შანანს, ერთი შეხედვით, ბედნიერი ოჯახი ჰქონდათ. შანანი რეგულარულად აქვეყნებდა ოჯახურ ვიდეოებს სოციალურ ქსელში, რომლებშიც ჩანდა, რომ წყვილს ერთმანეთი ძალიან უყვარდა. სწორედ ამიტომ, არავის წარმოედგინა, რომ ოჯახის მკვლელი სწორედ კრისი აღმოჩნდებოდა.

შანანი 9 აგვისტოს მივლინებით არიზონაში წავიდა. ქალი სახლში 13 აგვისტოს დაბრუნდა. ვიდეოკამერით გადაღებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ტოვებს შანანს მისი მეგობარი - ნიკოლ ატკინსონი სახლში. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ შედის ქალი სახლში, მისი სახლიდან გამოსვლა კი აღარ ფიქსირდება.

სწორედ ატკინსონი გახლდათ პირველი ადამიანი, რომელმაც შანანის გაუჩინარება იეჭვა. იმ საბედისწერო დღეს, ქალი ექიმთან უნდა წასულიყო, მაგრამ ის კონტაქტზე არავისთან გამოსულა, რამაც მისი მეგობარი დააეჭვა.

13:40 საათისთვის უოტსების სახლში პოლიცია მივიდა. შეწუხებულმა კრისმა მას ტერიტორიის გაჩხრეკის უფლება მისცა. სახლში ნაპოვნი იქნა შანანის ჩანთა, ტელეფონი და წამლები, მაგრამ შანანისა და მისი ქალიშვილების კვალი არსად ჩანდა. კრისმა ოფიცრებს განუცხადა, რომ შანანი ბავშვების მეგობართან წაყვანას აპირებდა, თუმცა, ცოლის ადგილსამყოფლის შესახებ დამატებითი დეტალები არ ჰქონდა..

2018 წლის 14 აგვისტო: კრისი შანანს სახლში დაბრუნებას სთხოვს.

ოჯახის გაუჩინარების საქმით მალე მედიაც დაინტერესდა. კრისი ინტერვიუებში ამტკიცებდა, რომ შანანმა სახლი საკუთარი ნებით დატოვა. მან ცოლს ტელევიზიით დაბრუნება არაერთხელ სთხოვა.

2018 წლის 15 აგვისტოს, პოლიციას კრისის სამუშაო ადგილის რეგიონალური მენეჯერი დაუკავშირდა. მან სამართალდამცველებს გაუმხილა, რომ კრისს თავის თანამშრომელ ნიკოლ კესინგერთან ფარული რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა. სრულად