ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
ეს კიდევ ერთი გმირული ისტორიაა კამანის ბრძოლიდან. მერი კაპელიანი აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე გვერდით დაუდგა თანასოფლელებს. ასეულის მებრძოლებს ეხმარებოდა და საჭიროების შემთხვევაში პირველად სამედიცინო დახმარებას უწევდა.
ორი პატარა შვილი, ნათესავებთან ჰყავდა დატოვებული, თვითონ კი კამანში მერბძოლებთან ერთად იმყოფებოდა. მის ასეულში სხვა თანასოფლელებთან ერთად მისი მეუღლე ალექსანდრე გამსახურდიაც იბრძოდა.
1993 წლის 5 ივლისს, მაშინ როდესაც საწინააღმდეგო მხრიდან კამანზე ფართომასშტაბიანი შემოტევა დაიწყო, მერი პაკელიანი თავის თანამებრძოლებთან პირველ საგუშაგოზე იმყოფებოდა, აქვე იყო მისი მეუღლეც. როდესაც მტერი მიუახლოვდათ, მერის უბრძანეს იქაურობას გასცლოდა და იქვე ახლოს ეკლესიისთვის შეეფარებინა თავი.
მიუხედავად იმისა, რომ მეუღლის დატოვება უჭირდა, იძულებული გახდა საგუშაგოდან წასულიყო. ეკლესიისაკენ გაიქცა. მეუღლემ თვალი გააყოლა და დაინახა, თუ ეკლესიის ეზოს შესასვლელში როგორ წაბორძიკდა...
იქ რუსი ჯარისკაცები დახვდნენ, რომლებსაც მისი დაჭერა სურდათ... მერის ჯიბეში ხელყუმბარა ედო, ამოიღო, თავი აიფეთქა და ისინიც თან გაიყოლა
ამ მძიმე ისტორიას, მერის ძმა, ვახტანგ კაპელიანი იხსენებს.