რატომ ეწოდა ღვთისმშობლის ხატს „მანუგეშებელი”, რომლის ასლიც მახათას მთაზეა

ხატი მანუგეშებელი

დღეს, მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის­ სახელობის ტაძარში, ათონის მთაზე დაწერილ ღვთისმშობლის ხატი მიაბრძანეს. მახათას კომპლექსის­, ღვთისმშობლის ხატისა და მისი საქართველოში ჩამობრძანების შესახებ საზოგადოება “ივერიისას” ქტიტორი მერაბ კოკოჩაშვილი “კვირის პალიტრას” ესაუბრა:

“ხატი, რომელსაც “ნუგეში” ანუ “მანუგეშებელი” ეწოდება, იმყოფება ათონზე, კონსტანტინე დიდის მეფობის დროს აგებულ ვატოპედის მონასტრის ხარების­ ეკლესიაში. გადმოცემით, 395 წელს გემი, რომელიც ათონის მთისკენ მიდიოდა და მასში იმპერატორ­ თეოდოსის ვაჟი, უფლი­სწული არკადი იმყოფებოდა, ქარიშხალში მოყვა. უფლისწული გემიდან გადავარდნილა და ზღვას გაუტაცია. გემმა­ გაჭირვებით მიაღწია ათონის მთის იმ ადგილს, სადაც მონასტერია აღმართული.­ ფიქრობდნენ, რომ უფლისწული დაიღუპა.­ ხანგრძლივი ძებნის შემდეგ სანაპიროზე ბუჩქნარს მიადგნენ, რომლის ჩრდილშიც ერთიანად სველი, მაგრამ მშვიდად მძინარე უფლისწული­ დაინახეს. გამოღვიძების შემდეგ ის თავისი სასწაულებრივი გადარჩენის ამბავს მოჰყვა. აქედანვე წარმოდგა სახელწოდება ვატოპედი – “ყმაწვილის ბუჩქი”. იმპერატორმა თეოდოსიმ ვაჟის გადარჩენის სახსოვრად განავრცო და დაასაჩუქრა მონასტერი. მთავარი ტაძრის საკურთხეველი იმ ადგილას აშენდა, სადაც უფლისწული იპოვეს. ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი “მანუგეშებელი” მარჯვენა კლიროსთან კედლის ნიშშია, რომელიც მის სახელზეა ნაკურთხი. ღვთისმშობლის სახე გამოხატავს თანაგრძნობასა და სიყვარულს, თუმცა მისი მზერა სავსეა სიმკაცრით.”
“მეცხრე საუკუნეში, დილის ლოცვის­ შემდეგ, ამ მონასტრის იღუმენს ხატთან ლოცვისას უცებ მოესმა ღვთისმშობლის­ ხმა, რომელმაც უთხრა, ნუ გააღ­ებთ ტაძ­რის კარს, ყაჩაღების თა­ვდასხმა­ გელოდებათო. იღუმენი შეკრთა და ღვთისმშობლის­ ხატს თვალები მიაპყრო. უცებ მან სასწაული­ იხილა­ – ღვთისმშობლის სახე, ისევე როგორც სახე მის მკლავებში მყოფი ყრმისა, გაცოცხლდა. ყრმამ ხელი დედის ბაგეს ააფ­არა, სახე მისკენ მიიბრუნა და უთხრა, არა, დედაო ჩემო, ნუ ეუბნები მათ ამას, დაე, დაისაჯონო. მაგრამ ღვთისმშობელმა სცადა­ თავისი ძისა და უფლის ხელი შეეჩერებინა,­ სახე მარჯვნივ შეაბრუნა, თავი აარიდა და ორგზის კვლავ წარმოთქვა: “დღეს სავანის კარს ნუ გააღებთ, არამედ მონასტრის გალავანზე ადით და ყაჩაღები გააძევეთ”. მართლაც, ყაჩაღების ჯგუფს განზრახული ჰქონია, გათენებისთანავე, როგორც კი ვატოპედის მონასტრის კარი გაიღებოდა, შიგ შეცვენილიყვნენ, ბერები ეცემათ და მონასტრის სიმდიდრე გაეტაცათ. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა არ დაუშვა უღმერთ­ოთა ბოროტი ჩანაფიქრის აღსრულება… ამის შემდეგ ვატოპედის ღვთისმშობლის ხატს ეწოდება “ნუგეში” ანუ “მანუგეშებელი”,­ ღვთისმშობლისა და მაცხოვრის გამომეტყვე­ლება კი დარჩა იმავე მდგომარეობაში, როგორიც­ მან მიიღო სამგზის ხმის აღმოტევების შემდეგ. მანუგეშებელ ხატთან ის ადამიანები მიდიან, რომლებსაც სათხოვნელი, სავედრებელი აქვთ.” წაიკითხეთ სრულად