რა უნდა ვიცოდეთ ბედობის ტრადიციასა და წესებზე

ბედობა

საქართველოში ბედობის ტრადიცია საუკუნეებს ითვლის და ერთ-ერთ მნიშვნელოვან დღედ ითვლება, რადგან მიაჩნიათ, რომ როგორც ბედობის დღეს შეხვდებიან, მთელი წელი იმის მიხედვით ჩაივლის.

2 იანვარს და 15 იანვარს ბედობაა, ძველ დროში ახალი წლის მეორე დღე ბედნიერების დაბედების დღედ ითვლებოდა. ბედობას, ძველი ტრადიციის თანახმად, ხალისიანი განწყობით, ლაღად და უდარდელად ხვდებოდნენ.

ბედობა რელიგიური დღესასწაული არ არის, მაგრამ მოსახლეობა ტრადიციას არ ღალატობს. ფიქრობენ, რომ სწორედ ბედობის დღეზეა დამოკიდებული როგორი იქნება მათთვის მთელი წელი.

ძველად ამ დღესთან დაკავშირებით ოჯახის უფროსი მეკვლეს ანუ “კაი ფეხის” ადამიანს ირჩევდა. ოჯახები ცდილობდნენ, სახლიდან არ გასულიყვნენ და დღე ოჯახურ გარემოში გაეტარებინათ, გამონაკლისი მხოლოდ ბედობის მეკვლედ დაპატიჟება იყო.

სტუმრად წასული “მეფეხური” მასპინძელს ლამაზად გამოწყობილი უნდა წვეოდა, ოჯახისთვის ტკბილეული მიერთმია და მხიარულ განწყობაზე  ყოფილიყო. ამ დღეს ოჯახები არც რაიმეს სესხულობდნენ და არც გაასესხებდნენ, ვინაიდან სესხება, გასესხება, ოჯახის ნივთების განათხოვრება, რადგან ეს იმედგაცრუებისგან დაცვას უკავშირდებოდა.

ბედობის ტრადიცია დღესაც შემორჩენილია საქართველოში,  ამ დღესასწაულს აქტუალობა არ დაუკარგავს და 2 იანვარს “კარგი ფეხის” ადამიანისაგან შემდეგ სიტყვებს ისევ ელიან:

“შემოვდგი ფეხი,

გწყალობდეთ ღმერთი.

ფეხი ჩემი

კვალი ანგელოზისა“.

ძველად საქართველოში, სამცხე-ჯავახეთში არსებობდა “ფულის ქადის” ტრადიციაც. ოჯახის დიასახლისი სპეციალურად ბედობისთვის ტკბილ ქადას ამზადებდა, რომელშიც ხურდა ფულს ათავსებდნენ და მრგვალ ნუგბარს იმდენ ნაჭრად ჭრიდნენ, ოჯახში რამდენი წევრიც იყო. თვლიდნენ, რომ ვისაც მონეტა ამოუვიდოდა, იმ წელს იმ ადამიანს ბარაქა არ მოაკლდებოდა.

ახლა, მიაჩნიათ, რომ ბედობაზე ჩაფიქრებული ნატვრა რომ ახდეს, სხვადასხვა ეზოთერული რიტუალები უნდა ჩაატარონ…