საქართველოს პარლამენტი განცხადებას ავრცელებს
1732551562
რაც არ უნდა ათეისტი და ურწმუნო იყოს ადამიანი და ღვთის მორწმუნეს დასცინოდეს, სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში ის ხვდება ჭეშმარიტებას, რომ ღმერთი არსებობს და უღმერთოდ, მის ცხოვრებას ფუჭად ჩაუვლია.
როდესაც ადამიანი უარყოფს ღმერთს, მას ჰგონია, რომ მისი ცხოვრება მთლიანად მასზეა დამოკიდებული. იგი დასცინის მორწმუნე ადამიანებს, რომლებიც ლოცულობენ, მარხულობენ, დადიან ეკლესიაში, ინანიებენ ცოდვებს, ეზიარებიან, ღვთის გულისათვის უარს ამბობენ ამქვეყნიურ სიამეებზე.
უღმერთო და ღვთის მგმობელ ადამიანს ჰგონია, რომ რადგან მას არა სწამს ღმერთი, არც მისი მცნებების დაცვა ევალება არც არავითარი პასუხისმგებლობა ეკისრება „არარსებული ღვთის“ წინაშე. ამიტომ ასეთი ადამიანები უამრავ ბოროტებას სჩადიან.
მაგრამ ერთი რამ ყველას უნდა გვახსოვდეს - ღმერთი არსებობს, მიუხედავად იმისა, გვჯერა ჩვენ ამისი თუ არა. სიცოცხლის ბოლო წუთებში ამას ნათლად შეიგრძნობს ყოველი ადამიანი მიუხედავად მისი მრწამსისა და თანამდებობისა.
***
როგორ გავიდნენ ამ ქვეყნიდან ცნობილი მწერლები თუ პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწენი - გადაავლეთ თვალი ათეისტების ანუ ურწმუნო ადამიანების დასასრულს.
ვოლტერი - მისი მომვლელი ქალი ამბობდა: „ევროპის მთელი სიმდიდრე რომ მოეცათ ჩემთვის, არ ვისურვებდი ისეთ სიკვდილს, როგორიც ხვდა წილად ვოლტერს. იგი მთელი ღამის განმავლობაში იტანჯებოდა, გაჰკიოდა და პატიებას ითხოვდა“.
დავით ჰიუმი - სიკვდილის წინ იგი გამუდმებით ერთსა და იმავე სიტყვებს იმეორებდა: „მე ცეცხლში ვარ, ცეცხლში ვიწვები!“
ნაპოლეონი - მისი მკურნალი ექიმი წერს: „იმპერატორი ყველასგან მიტოვებული გარდაიცვალა. მისი სიკვდილისწინა წუთები საშინელი იყო“.
შარლ IX: „დავიღუპე! ამას ნათლადა ვგრძნობ“.
ჰობბსი - ინგლისელი ფილოსოფოსი: „მე ვდგავარ საშინელი წყვდიადის პირას!“
ფრიდრიხ ნიცშე - გარდაიცვალა გაგიჟებული. გერმანელი ფილოსოფოსის დიაგზონი იყო ბირთვული მოზაიკური შიზოფრენია. იყო ავი სულით შეპყრობილი. ჰქონდა ძლიერი თავის ტკივილები; არაადეკვატური მოქმედება. ნიცშეს სამედიცინო ბარათში ნათქვამია, რომ ავადმყოფი ჩექმიდან სვამდა საკუთარ შარდს, გამოსცემდა არაადამიანურ ხმებს, საწოლთან იატაკზე ეძინა, თხასავით კუნტრუშებდა, იჯღანებოდა და მარცხენა მხარს წინ წევდა. თერთმეტი წელი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაატარა.
ლენინი - გარდაიცვალა ჭკუაზე შეშლილი. იგი თურმე ცოდვებისათვის პატიებას სთხოვდა მაგიდასა და სკამებს. როგორც ჩანს, სიცოცხლის ბოლოს, მას გამოეცხადნენ და მოჰკითხეს პასუხი მისი ბრძანებით დახოცილი უამრავი ადამიანის სულებმა.
ზინოვიევი - ლენინის თანამებრძოლი. დახვრიტეს სტალინის ბრძანებით. „ისმინე, ისრაელ, უფალი ღმერთი ჩვენი არს ერთი ღმერთი!“ - აი, ათეისტური სახელმწიფოს ერთ-ერთი ხელმძღვანელის უკანასკნელი სიტყვები.
უინსთონ ჩერჩილი - ინგლისის ყოფილი პრემიერ-მინისტრი: „ვაი მე, რა უგუნური ვყოფილვარ!“იაგოდა - საბჭოთა საიდუმლო სამსახურის უფროსი: „როგორც ჩანს, ღმერთი არსებობს. იგი მსჯის მე ჩადენილი ცოდვებისათვის“.
ჩეხი მწერლის, ფრანც კაფკას დიაგნოზი იყო: გამოკვეთილი ნევროზი, ფუნქციონალური ხასიათის ფსიქოსტენია, არაპერიოდული დეპრესიული მდგომარეობა.
სიმპთომები: აღგზნებულობა, რომელიც არეული იყო აპათიის შეტევებში, ძილის დარღვევა, გადამეტებული შიშები.
აი, რას წერდა დღიურში: „მე არ შემიძლია ძილი. მხოლოდ მოლანდებები, არავითარი ძილი. მთელი ჩემი შინაგანი არსის უცნაური არასტაბილურობა. საშინელი სამყარო, რომელსაც მე თავში ვატარებ. როგორ განვთავისუფლდე მისგან და გავანთავისუფლო ის ისე, რომ არ დაინგრეს?“ უკანასკნელი სამი თვე ის აგონიაში იმყოფებოდა: ნადგურდებოდა არა მარტო ორგანიზმით, არამედ გონებითაც. გარდაიცვალა ტუბერკულოზით, 41 წლის ასაკში.
იაროსლავსკი - ათეისტური ინტერნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტი: „გევედრებით! დაწვით ყველა ჩემი წიგნი. შეხედეთ წმინდანს! იგი დიდი ხანია მელოდება. ის აქ არის!“
არსებობს ფსიქიკური დაავადება, როცა ადამიანი საკუთარი უწმინდურობით სახეს ითხუპნის და ჭამს მას. სიგიჟის ამ სახეობით იტანჯებოდა, მაგალითად, ცნობილი მწერალი გი დე მოპასანი, რომელიც ლიტერატურული სიბინძურიდან ფეკალოფაგიაზე გადავიდა.
დიაგნოზი: ტვინის პროგრესული დამბლა.
სიმპთომები: იპოქონდრია, სუიციდური მიდრეკილებები, აგრესიულობის შეტევები, ბოდვა, ჰალუცინაციები.
ავადმყოფობის ისტორია: გი დე მოპასანი მთელი ცხოვრების მანძილზე იტანჯებოდა იპოქონდრიით: მას ძალიან ეშინოდა გაგიჟების. 1884 წლიდან მოპასანს დაეწყო ხშირი ნერვიული აშლილობის შეტევები და ჰალუცინაციები. უკიდურესი ნერვული აშლილობის დროს მან ორჯერ სცადა თავის მოკვლა (ერთხელ რევოლვერის დახმარებით, მეორედ – ქაღალდის დასაჭრელი დანით და ორივეჯერ უშედეგოდ). 1891 წელს მწერალი მოათავსეს ექიმ ბლანშის კლინიკაში, პასიში – სწორედ იქ გალია მან ცხოვრება ნახევრად ცნობიერ მდგომარეობაში.
***
უგუნური უნდა იყო ადამიანი, რომ ზემოთ მოყვანილი ფაქტების შემდეგ მაინც ვერ დაინახო ადამიანური ბუნების უსუსურობა და ღვთის სიდიადე. სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში ადამიანს ეცლება მისთვის დამახასიათებელი სიცრუისა და ილუზიების გარსი და იგი რჩება რეალობასთან პირისპირ. სწორედ ამ წუთებშია ადამიანი ყველაზე გულწრფელი. ამა ცხოვრების ილუზიები და ხიბლი ერთბაშად სცილდება სიკვდილის პირას მდგარ ადამიანს, ღვთის განგებულებით მას ეხსნება საიქიო ცხოვრების სახე. იგი უკვე იმქვეყნიური საზომით ხედავს ღმერთსაც, საკუთარ თავსაც, სხვა ადამიანებსაც. სწორედ ამიტომ ენიჭება ადამიანის უკანასკნელ სიტყვებს უდიდესი მნიშვნელობა. ამ სიტყვებით ღმერთი გვაფხიზლებს და გვაფრთხილებს ჩვენ. სანამ გვაქვს კიდევ დარჩენილი დრო, მივხედოთ ჩვენს თავს, დავინახოთ ღმერთი, განვაგდოთ ბოროტი, გავუღოთ უფალს გულის კარი, შევიცნოთ ჭეშმარიტება და მომზადებულები შევხვდეთ ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელ წუთებს.
მღვდელ-მონაზონი სერაფიმე როუზი თავის ერთ-ერთ ნაშრომში გვაუწყებს შემდეგს: "წმიდა გრიგოლი თავის "საუბრებში" გვიამბობს, მაგალითად, ერთ მდიდარზე, რომელიც მრავალი ვნების მონა იყო. მან "სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, თავის წინაშე მდგომი საძაგელი სულები დაინახა, რომლებიც რისხვით ემუქრებოდნენ ჯოჯოხეთის სიღრმეში ჩაყვანით... მთელი ოჯახი გარს ეხვია ტირილითა და გოდებით. მართალია, ისინი ვერ ხედავდნენ იქ მყოფ ბოროტ სულებს და მათ საშინელ შემოტევებს, მაგრამ მათ შეეძლოთ ეთქვათ ავადმყოფის საკუთარი განაცხადით – მისი ფერდაკარგული სახიდან და აკანკალებული სხეულიდან, რომ იქ ბოროტი სულები იმყოფებოდნენ. ამ საშინელი სანახაობისგან სასიკვდილოდ ზარგანხდილი ავადმყოფი ლოგინში წრიალებდა და ქანცგაწყვეტილმა და სასოწარკვეთილმა დაიყვირა: "დილამდე მადროვეთ, გათენებამდე მაინც მოიცადეთ!" – აქ შეწყდა მისი სიცოცხლე" (IV, 40).
წმიდა გრიგოლი სხვა მსგავს შემთხვევებსაც გვიამბობს, ასევე ბედა თავის წიგნში – "ინგლისის ეკლესიისა და ერის ისტორია" (წგ. V, თავ. 13,15). მსგავსი შემთხვევები XIX საუკუნის ამერიკაშიც კი არ წარმოადგენდა იშვიათობას: ახლახან დასტამბული ანთოლოგია XIX საუკუნის მოუნანიებელ ცოდვილთა სიკვდილის ჟამის ხილვებს შეიცავს, რომლებიც ამგვარადაა დასათაურებული:"ამომიყვანეთ ცეცხლიდან!", "მიხსენით, შეპყრობილი ვარ!", "მე ჯოჯოხეთში მივდივარ!" და "ეშმაკი მოდის, ჩემი სულის ჯოჯოხეთში წასაყვანად". ("მარადისობის ხმები", ნიუ-იორკი, 1973 წ.)
ასევე დაგაინტერესებთ:
"განკურნებისათვის აუცილებელია..." - ვრცელდება ინფორმაცია მონასტრიდან