„რა სისულელეს ამბობ.. 13 წლით ჩემზე უმცროსია-მეთქი...“ - დროში აცდენილი სიყვარულის ამბავი…

ომით დაშლილი სიყვარულის ამბავი

“დიდხანს მეხვეწებოდა დეიდაჩემი, ჩემი მეგობრის დას მეთერთმეტეკლასელი შვილისთვის ქართულის მასწავლებელი უნდა და ჩემი ხათრით უარს ნუ ეტყვიო”, – დეიდის თხოვნით, ეკას მეთერთმეტეკლასელი ბიჭი ქართულ ენასა და ლიტერატურაში უნდა მოემზადებინა. ასე დაიწყო დროში აცდენილი ცალმხრივი სიყვარულის ამბავი.

– ბექა დედისერთა იყო. დედ-მამა მთელი დღე მუშაობდა და კარგი შემოსავალიც ჰქონდათ, მაგრამ ბიჭზე მზრუნველობა მთლიანად ბებიას ჰქონდა მინდობილი. ბებია განათლებული ქალი იყო, რამდენიმე თვეში ისე შევუყვარდი, საკუთარი შვილიშვილივით მექცეოდა. უამრავ თემაზე ვსაუბრობდით – ლიტერატურაზე, ისტორიაზე, ზოგჯერ პოლიტიკაზეც. ზოგ საკითხზე ძველმოდური შეხედულება ჰქონდა და ბექა უსწორებდა, ხუმრობით ეტყოდა, რით ვერ ააყოლე ფეხი თანამედროვე ეპოქასო.

ოჯახი ჩემი მუშაობით ძალიან კმაყოფილი იყო, ბექას წიგნი შეაყვარაო… 

– ეკა მასწ, სამსახურიდან დაღლილი მოდიხართ, მაგრამ ჩვენთვის ყოველთვის გაქვთ “შემონახული” პოზიტივი, როგორ ახერხებთ ამასო? – ხშირად მეკითხებოდა ბექა. მშობლებსაც უკვირდათ, ბექას სხვა დროს ბიჭებთან ეზოში თამაშს ვერ ვწყვეტდით, ახლა კი სკოლიდან მოსული წიგნებს ჩაუჯდებაო.

ერთხელ ჩემი დაც გამომყვა მათთან. სანამ ბექას ვამეცადინებდი, მან და ბებომ იჭორავეს… დამშვიდობებისას, ბექამ კარი მოიხურა თუ არა, ჩემმა დამ ღიმილით მითხრა, იმ ბიჭის ანთებული თვალები თუ არ შეგინიშნავს, სულელი ყოფილხარო. ჩემი და არ ცდებოდა – მეც ვეჭვობდი რაღაცას, მაგრამ საკუთარ თავს არ ვუტყდებოდი. ხშირად შემინიშნავს, რა მძიმედ სუნთქავდა, როდესაც ჩემთან ახლოს ჯდებოდა, ან როგორი თვალებით მიყურებდა, როდესაც საუბრისას როლში ვიჭრებოდი. წაიკითხეთ სრულად

ასევე ნახეთ:

როდესაც ტრაქტორზე მყოფს მხედავდნენ, ყველას სიცილი და გაკვირვება ეუფლებოდა – მამა თეიმურაზის ჩანაწერებიდან

„გონება გამეთიშა. არ გამოვრიცხავ, რომ ვანგა ჰიპნოზის ელემენტებსაც ფლობდა…“ - კახა ბასილია ვანგასთან შეხვედრას იხსენებს