დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
რუსთავში, რვა წლის წინათ, ერთ ოჯახში, წელიწადისა და ოთხი თვის განმავლობაში ხატებს მირონი სდიოდათ.
78-მა მირონმდინარე ხატმა ბევრი სასწაული მოახდინა. ადამიანები კომიდან გამოვიდნენ, უშვილო დედებს შვილები მიეცათ, სმენადაქვეითებულთ - სმენა აღუდგათ, ბავშვები თუ დიდები ეტლებიდან წამოდგენენ, ლეიკემიით დაავადებული ბავშვები განიკურნენ... მირონს ადგილზეც ისვამდენენ და თან მიჰქონდათ.
ეკლესიაში ანალოღიაზე ყოველთვის დასვენებულია აღდგომის ხატი, ხოლო თუ რომელიმე დიდი საეკლესიო დღესასწაულია - ბზობა, ხარება შობა და სხვა, - აღდგომის ხატი ამ საეკლესიო დღესასწაულის ამსახველი ხატით იცვლება. თუ რომელიმე წმინდანის ან წმინდა მოვლენის ხსენებაა, აღდგომის ხატის გვერდით იმ ხატს დააბრძანებენ, რომელზე ასახული წმინდანის ან წმინდა მოვლენის ხსენების დღეცაა იმ დღეს. ასევე შეიძლება, გამოვყოთ სალოცავ კუთხეში ცალკე ადგილი, სადაც აღდგომის ხატს დავაბრძანებთ, მის გვერდით კი ის ხატი გამოვაბრძანოთ, რომელზე გამოსახული წმინდანის ან წმინდა მოვლენის მოხსენიებაცაა იმ დღეს (თუკი, რა თქმა უნდა, ასეთი ხატი გვაქვს) და ლოცვით მივმართოთ, მაგრამ არიან ისეთი წმინდანები, რომლებსაც ხშირად მივმართავთ შემწეობისთვის, მაგალითად: წმ. გიორგის, წმ. ნინოს, წმ. ბარბარეს, წმ. ნიკოლოზს და ა.შ. ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ ამ წინდანთა ხატებს ყოველდღიურად ვცეთ თაყვანი, რაც მცირე მეტანიით და პირჯვრის გამოსახვითაც შეიძლება გამოვხატოთ. რაც შეეხება ამა თუ იმ ხატისთვის შექმნილი ლოცვებისა და დაუჯდომლების კითხვას, სულიერ მოძღვართან შეთანხმებითა და მისი მითითებების გათვალისწინებით უნდა ვიკითხოთ,- ამბობს ქვემო ბეთლემის ტაძრის დეკანოზი, ალექსანდრე ბოლქვაძე.
მისივე თქმით, ხატების წინ, საკმეველი შეიძლება შინ ყოველდღიურად ვაკმიოთ. საკმეველს ვუნთებთ ღმერთს კეთილსურნელებისთვის, რათა გარდამოგვივლინოს სულიწმიდის მადლი, ამასთანავე საკმეველს ვანთებთ იმისთვისაც, რომ განვდევნოთ ეშმაკი, რადგან საკმევლის სუნი მისთვის მომაკვდინებელია.
სხვადასხვა ქვეყანაში ხატების კურთხევის სხვადასხვა წესი არსებობს. მაგალითად, იერუსალიმში ხატები ღვთისმსახურის მიერ არ იკურთხება, რადგან იერუსალიმი წმინდა მიწაა და იქ ხატები თვით უფლის მიერ იკურთხება. საბერძნეთში, ათონის მთაზე და სხვა წმინდა ადგილებში, ხატს, შექმნის შემდეგ, ორმოცი დღით საკურთხეველში დაასვენებენ და შემდეგ, ხატი ნაკურთხად ითვლება. რაც შეეხება საქართველოს, ხატების კურთხევა ხდება ღვთისმსახურის მიერ, რომელიც სპეციალური ხატთა კურთხევის ლოცვის წარმოთქმითა და ნაკურთხი წყლის სხურებით აკურთხებს ხატებს. კურთხევით ხატი ღვთიური მადლის მატარებელი ხდება.
- ხატების საკუთარ სახელზე კურთხევა აუცილებლობას არ წარმოადგენს, მაგრამ თუკი ადამიანს ხატის საკუთარ სახელზე კურთხევის სურვილი აქვს, შეიძლება აკურთხებინოს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ხატის წინაშე სხვას არ შეუძლია ლოცვა. ადამიანს არ ეკრძალება აგრეთვე, თავის სახელზე ნაკურთხი ხატის გაჩუქება.
მართლმადიდებლური ხატის კანონიკა საუკუნეების მანძილზე, წმინდა წერილზე, საეკლესიო გადმოცემებსა და წმინდა მამათა სწავლებებზე დაყრდნობით შემუშავდა. მართლმადიდებლური ხატი, პირველ რიგში თავისუფლდება ყოველგვარი მიწიერისგან; წინა პლანზე სულიერებაა წამოწეული. რაც შეეხება სხვა კანონიკურ ნიშნებს, ღვთისმშობლის ხატი შეიძლება, შემდეგი ნიშნებით გავარჩიოთ: ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ხელზე საღმრთო ყრმა ჰყავს გამოსახული, იგი იშვიათად, მარტოც გამოისახება. გარდა ამისა, ღვთისმშობელს გამოსახული აქვს სამი ვარსკვლავი შუბლსა და მხრებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ღვთისმშობელი იყო ქალწული - შობამდე, შობის დროს და შობის შემდეგ. დამახასიათებელი ნიშნები აქვს აგრეთვე წმინდანთა ხატებსაც. მოციქულებსა და ღმერთის სიტყვის მქადაგებლებს სახარება ან ქარტია უპყრია ხელთ, მოწამეებს - ჯვარი, მკურნალებს - წამლის ყუთი და ა.შ. საერთოდ, ხატს აქვს უამრავი დეტალი და ყველა დეტალს თავისი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს და ყველა დეტალზე საუბარი შეუძლებელია. თუ რომელიმე ხატი ჩვენში ეჭვს გამოიწვევს, იმის გასარკვევად, არის თუ არა ის მართლმადიდებლური კანონიკის ზუსტი დაცვით შესრულებული, უმჯობესია, კანონიკის მცოდნე ადამიანს შევამოწმებინოთ, - ამბობს ქვემო ბეთლემის ტაძრის დეკანოზი, ალექსანდრე ბოლქვაძე .
ასევე დაგაინტერესებთ: Exclusive: „პირველი ხილული სასწაული, ცეცხლის გარდამოსვლა იყო, რაც ჩვენ ვნახეთ აქ, საქართველოში!“- სასწაულმოქმედი ხატის მცველების აქამდე უცნობი ისტორიები