უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები მორიგ ჯერზე გაცვალეს

უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები მორიგ ჯერზე გაცვალეს

უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეები მორიგ ჯერზე გაცვალეს. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.

ზელენსკი განცხადებით, უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 84 საკუთარი მოქალაქე დაიბრუნა. მისი თქმით, გათავისუფლებულთა შორის არიან სამხედროები, რომლებიც ტყვედ ჯერ კიდევ 2016 - 2017 წლებში ჩავარდნენ. უკრაინამ აგრეთვე მარიუპოლის დამცველებიც დაიბრუნა.

ტყვეების გაცვლის შესახებ ინფორმაცია სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების დროს რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ მედინსკიმაც დაადასტურა.