„პოლიციამ შვილებისა და დედის ცხედარი სახლში იპოვა“ - დარდინების ოჯახის გაუხსნელი მკვლელობა, რომლის მთავარი ეჭვმიტანილი სიკვდილით დასაჯეს

ოჯახი

ეს საზარელი შემთხვევა 1987 წელს მოხდა. ორსული ქალი მის ქმარ-შვილთან ერთად სასიკვდილოდ სცემეს.

რუბი ელეინ დარდინს მეუღლე და 3 წლის შვილი ჰყავდა. მეორე ბავშვზე კი ორსულად იყო. ეს შემთხვევაც სწორედ ამ დროს მოხდა. დღემდე უცნობმა პიროვნებამ ოჯახის სამივე წევრი სასიკვდილოდ სცემა.

გამოძიების ინფორმაციით, ელეინს მშობიარობა სწორედ თავდასხმის დროს დაეწყო. პოლიციამ ახალშობილის ცხედარი სახლში იპოვა. მათთან ერთად იპოვეს 3 წლის ბავშვის და ქალის ცხედარიც. ისინი ბეისბოლის ჯოხით იყვნენ ნაცემები.

თავდაპირველად პოლიციამ ეჭვი ელეინის ქმარზე მიიტანა, რადგან იგი სახლში არ აღმოჩნდა, თუმცა მოგვიანებით, მამაკაცის ცხედარიც სახლთან ახლოს იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ სახლში იძულებითი შესვლის კვალი არ იყო.

გამომძიებლები ეძებდნენ მტკიცებულებებს იმის შესახებ, თუ ვის შეეძლო ამ საშინელი მკვლელობების ჩადენა, მაგრამ საქმე გაცივდა და კითხვა დღემდე უპასუხოდ რჩება.

წლების შემდეგ, სერიულმა მკვლელმა, ტომი ლინ სელსმა თქვა, რომ იგი იყო პასუხისმგებელი ამ მკვლელობებზე, თუმცა როგორც ცნობილი იყო, ტომი ხშირად აძლევდა ცრუ ჩვენებებს. ამიტომ მას ამ მკვლელობაზე პასუხიმგებლობა არ დაკისრებია.