1728156496
„პატრიარქმა თავისი ხელით გაუმზადა საჭმელი მამა ნიკოლოზს და სთხოვა შეეჭამა...“ - უცნობი ამბავი მდუმარე ნარიმანზე
მიტროპოლიტი იოსები შემოქმედელი ნარიმან მაქარაშვილის, იგივე ბერი ნიკოლოზის შესახებ საუბრობს და იხსენებს ისტორიას, რატომ შეუჩერა მას კათოლიკოს-პატრიარქმ მღვდელმსახურება.
იოსები შემოქმედელი ბერი ნიკოლოზის შესახებ აქამდე უცნობ ამბავს ჰყვება.
„მსურს გამოვეხმაურო ბერ მამა ნიკოლოზის, იგივე ნარიმან მაქარაშვილის თემას, რომლის მრევლი აქტიურ პროპაგანდას ეწევა მთელს საქართველოში.
მე როგორც გურიის ანუ შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები, ბერ ნიკოლოზს (ნარიმან მაქარაშვილს) ალბათ ყველა სასულიერო პირზე კარგად ვიცნობ, რამეთუ მე და ის დიდი ხნის მანძილზე ვმსახურობდით სვეტიცხოველში.
მსურს გაგიზიაროთ და გავიხსენო ის მცირე მოგონება, წლები, როდესაც მე და ბერი ნიკოლოზი ერთად ვმსახურობდით სვეტიცხოვლის საკათედრო საპატრიარქო ტაძარში.
1990 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მაკურთხა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მორჩილად, ხოლო წინამძღვრად პატრიარქის მიერ დადგენილ იქნა დეკანოზი მამა დავითი (დათუაშვილი), იგივე ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი.
1991 წელს, ერთი წლის შემდეგ ქალაქ ბათუმიდან ჩამოვიდა და ბერ-მონაზვნური ცხოვრების სურვილი გამოთქვა ნარიმან მაქარაშვილმა, იგივე ბერმა ნიკოლოზმა. ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია სულიერ თუ საერო ცხოვრებაზე, თუმცა ჩემი შეხედულებით ვგრძნობდი და ვხედავდი, რომ მას ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა აღმოსავლური რელიგიებისა; კერძოდ, ბუდიზმის, კრიშნაიზმის და სხვა. მე იმედი მქონდა, რომ გაივლიდა წლები და იგი კარგად განისწავლებოდა ქრისტიანულ მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში, თუმცა, როგორც ჩანს, მან რაღაც ახალი მოძღვრება შექმნა და იგი დღითიდღე ყალიბდება, როგორც ახალი სექტა.
იგი ხშირად აცდენდა წირვა-ლოცვებს და მე როგორც წინამძღვარს სვეტიცხოვლისა, მიწევდა მის მაგივრად წირვის ჩატარება. თავიდანვე მამა ნიკოლოზი დიდ ინტერესს იჩენდა ასკეტური ცხოვრებისადმი. ასკეტური ცხოვრება, რა თქმა უნდა, მიღებულია მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში და მე ეს მომწონს, მაგრამ მისი ასკეტიზმი უფროდაუფრო ემსგავსებოდა ფანატიზმს, ხიბლს, რაც გამოიხატებოდა შემდეგში: მსურს გავიხსენო ერთ-ერთი ფაქტი, რის გამოც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მას შეუჩერა მღვდელმსახურება: განგრძეთ კითხვა