1749756331
"ოჯახის ყველა წევრი დახოცა... პოლიციამ მის კარადაში უცნაური ნახატი იპოვა..." - 12 წლის გოგოს საქმის დეტალები

12 წლის გოგომ მთელი ოჯახი დახოცა, მათ შორის 8 წლის ძმაც. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
2006 წლის აპრილში პოლიციამ 42 წლის მარკ რიჩარდსონის, 48 წლის დებორასა და და 8 წლის ჯეიკობის ცხედრები იპოვა. უცხოური მედიის ცნობით, ისინი პირველად ჯეიკობის მეგობარმა ნახა, რომლის დედამაც მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა.
შერიფის ოფისისის ცნობით, მარკს 24-ი, ხოლო დებორას 12 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. 8 წლის ჯეიკობს ჭრილობები თავისა და ყელის მიდამოებში ჰქონდა მიყენებული. მომხდარში კი დამნაშავე მარკისა და დებორას 12 წლის ქალიშვილი, ჟასმინი იყო.
პოლიციამ მის კვალს მალევე მიაგნო. ჟასმინი თავის 23 წლის შეყვარებულთან, ჯერემისთან ერთად იმყოფებოდა. ოფიცრებმა ორივე მათგანი დააკავეს. მოგვიანებით, ჟასმინის სკოლის კარადაში ნახატი აღმოაჩინეს, რომელზედაც ოჯახის წევრების მკვლელობის სცენა დეტალურად იყო გამოსახული.
გაირკვა ისიც, რომ მშობლები ჟასმინს ჯერემისთან ურთიერთობას უკრძალავდნენ - რადგან მათ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა იყო. თუმცა, საქმე მხოლოდ ასაკობრივ სხვაობაში არ იყო. ჯერემი ზებუნებრივი ძალებით იყო გატაცებული და თავს 300 წლის მაქციად ასაღებდა. შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე ჯერემიმ და მისმა მეგობრებმა უყურეს ფილმს, სახელწოდებით „Natural Born Killers". მოგვიანებით, ჯერემიმ ჟასმინს შესთავაზა კინოსურათის სცენარი რეალობად ექციათ. გოგონამ ოჯახის ყველა წევრი დახოცა.