ნახეთ რომელი ქართველი რეჟისორის ოჯახში ინახება ლეგენდარული ჩაპლინის ხელჯოხი

CHARLI

ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ ქართველი რეჟისორი, მიხეილ კალატოზიშვილი და ჩარლი ჩაპლინი  მეგობრობდნენ.

1943-1945 წლებში, მაშინ, როდესაც მიხეილ კალატოზიშვილი ამერიკაში იმყოფებოდა, ჟან გაბენითან და ანრი მატისთან ერთად ჩარლი ჩაპლინიც გაიცნო.

1957 წელს კალატოზიშვილი ვერ დაესწრო კანის კინოფესტივალს, სადაც მის ლეგენდარულ ფილმს - „მიფრინავენ წეროები“ კანის „ოქროს პალმის“ რტო გადაეცა. თუმცა, საბჭოთა დელეგაციამ კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზის გარდა, კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი „ჯილდო“ ჩამოუტანა დიდ რეჟისორს.

ფრანგმა კინოკრიტიკოსმა, ჟორს სადულმა ჩაპლინსა და პიკასოს დახურული ჩვენება მოუწყო. აღფრთოვანებულმა ჩარლი ჩაპლინმა, პატივისცემის და აღიარების ნიშნად, მისი ცნობილი ხელჯოხი კალატოზიშვილს საჩუქრად გამოუგზავნა. აღსანიშნავია, რომ ეს ხელჯოხი დღემდე კალატოზიშვილების ოჯახში ინახება.

წყარო: GIPA