მთაში, 10 -15 კილომეტრი მოგვიწია ფეხით სიარული - ვანის სასწრაფომ და სამაშველო ბრიგადებმა პაციენტი საძოვრებიდან გადმოიყვანეს

ვანი

„ვანის სასწრაფომ და სამაშველო ბრიგადებმა გადმოვიყვანეთ პაციენტი პირუტყვის საძოვრებიდან, სადაც ვერც სამაშველო და ვერც სასწრაფოს მანქანები ავიდნენ.

მთაში მოგვიწია 10 -15 კილომეტრი ფეხით სიარული. დიდ მადლობას ვუხდით სამაშველოს ბრიგადის თანამშრომლებს. წავედით 10 საათზე და უკან დავბრუნდით 18 საათზე სასწრაფოს ექიმი, ქალბატონი ნაირა წითაშვილი, ექთანი ნაირა კიკაბიძე და მძღოლი ტარიელ შენგელია. გადმოვიყვანეთ პაციენტი და გავუწიეთ დახმარება“, - წერს სოციალურ ქსელში ექთანი ნაირა კიკაბიძე.