მსოფლიოს უძველესი ოჯახი მთელი ცხოვრება ერთი და იმავე ლანჩს ჭამდა - რა იყო მათი კვების საიდუმლო

ოჯახი

იტალიაში მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ოჯახი ცხოვრობდა. ოჯახი 9 და-ძმისგან შედგებოდა. მათ მიენიჭათ გინესის მსოფლიო რეკორდი ყველაზე მაღალი საერთო ასაკისთვის. ოჯახის შესახებ 2023 წელს Netflix-მა დოკუმენტური ფილმიც გადაიღო. 

ყველაზე მეტად მედიაში ყურადღება მიიპყრო მელისის ოჯახის ლანჩმა, რომელსაც ისინი ყოველდღიურად მიირთმევდნენ. 

რა იყო კვების საიდუმლო?

როგორც ექსპერტები ამბობენ, ოჯახის თითოეული წევრი ჯანსაღ საკვებს იღებდა, თუმცა მათი ჭამის რაციონი თითქმის ყოველდღე ერთი და იგივე იყო. 

მათი ლანჩი იყო მცენარეული და შეიცავდა ვიტამინებით სავსე საკვებს. 

ლანჩზე ოჯახი ჭამდა ბოსტნეულის წვნიანს. წვნიანი ყოველთვის შეიცავდა სამი სახეობის ლობიოს - გარბანზო, პინტო და თეთრი ლობიო.

ოჯახი ასევე სვამდა პატარა ჭიქით ღვინოს. 

დიეტოლოგის თქმით, სასურველია, რომ ადამიანებმა ყოველდღიურად ერთი ჭიქა ლობიო მივიღოთ. 

სად არიან ახლა მელისების ოჯახი?

ბოლო წლებში მელისების ოჯახის წევრები გარდაიცვალნენ. კონსოლატა მელისი გარდაიცვალა 2015 წელს 108 წლის ასაკში და იყო მისი ქალაქის ყველაზე ხანგრძლივად გადარჩენილი მოქალაქე. ის იყო ყველაზე უფროსი 9-კაციან ოჯახში.

მისი და, კლაუდინა, გარდაიცვალა 2016 წელს 103 წლის ასაკში, მარია გარდაიცვალა 100 წლის ასაკში, ანტონიო კი გარდაიცვალა 97 წლის ასაკში.