26 ნოემბრიდან 15 დეკემბრამდე 2024 წლის ბოლო რეტროგრადული მერკურია - რატომაა ეს პერიოდი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის საყურადღებო

ასტროლოგიური პროგნოზი

პლანეტა მერკური ინტელექტის, ლოგიკის, აზროვნების, კომუნიკაციისა და ანალიტიკური უნარების სიმბოლოა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ის გვეხმარება, ბევრი რამ ვისწავლოთ, ერთმანეთთან დავაკავშიროთ, ლოგიკური გადაწყვეტილებები მივიღოთ, საჭირო ინფორმაციას თავი მოვუყაროთ, ეფექტური კომუნიკაცია დავამყაროთ და სასურველი შედეგი მივიღოთ.

ამიტომაც, აღნიშნული პლანეტის რეტროგრადულ მოძრაობაზე ასტროლოგები განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ. რეტროგრადული მერკურის დროს ყველა სფერო, რომელსაც ის განაგებს, ფერხდება, გართულებულია კომუნიკაცია, დიდია არასწორი, სპონტანური გადაწყვეტილებების მიღებისა და შეცდომების დაშვების რისკი. ჩვენთვის ინფორმაციის აღქმა იმაზე რთულია, ვიდრე სხვა პერიოდებში, გვიჭირს სხვადასხვა ამბის გააზრება, ამის გამო კი შესაძლოა, კონფლიქტურ სიტუაციაშიც აღმოვჩნდეთ, რადგანაც არასწორად აღვიქვათ ის, რასაც გვეუბნებიან. 

რეტროგრადული მერკურის დროს შეცდომებისა და თაღლითური მოქმედებების რაოდენობა იზრდება. შესაძლოა, მოულოდნელად მანიპულაციის, ტყუილის, არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების მსხვერპლი გავხდეთ.

გარდა ამისა, სამსახურში, პირად ურთიერთობებში, საგანმანათლებლო სფეროში უთანხმოებების რისკიც იზრდება და შესაძლოა, ყველაფერი ისე არ წარიმართოს, როგორც ვგეგმავდით.

პლანეტა მერკური რეტროგრადულ მოძრაობას 26 ნოემბრიდან დაიწყებს და 15 დეკემბერს დაასრულებს.

2024 წლის ბოლო რეტროგრადული მერკური დაკარგულის დაბრუნების შესაძლებლობას მოგცემთ. თუ რაიმე გატეხილი, დაზიანებულია, შეკეთებას ადვილად შეძლებთ, დაიბრუნებთ კომპენსაციას და ასე შემდეგ.

რეტროგრადული მერკური სამსახურის საკითხებზეც დიდ გავლენას მოახდენს. შესაძლოა, ახალი პოზიცია დაიკავოთ ან თავიდან დაიწყოთ ყველაფრის გაკეთება და თქვენი მიზნებისთვის იბრძოლოთ.

ასტროლოგები გვირჩევენ: რაც არ უნდა იყოს, მნიშვნელოვანია, რომ იგივე შეცდომები არ გავიმეოროთ. რეტროგრადული მერკური წარსულში დატოვებულ ადამიანებს აბრუნებს და კიდევ ერთხელ გვაძლევს შანსს, რომ ვისაუბროთ. თუმცა, ყურადღებით იყავით. შესაძლოა, შეფასებები გადაჭარბებული აღმოჩნდეს და კვლავ იმედგაცრუებული დარჩეთ... ნახეთ ვრცლად