კაცებს გასართობად კლავდა... - სერიული მკვლელის შემზარავი დანაშაულების დეტალები, რომელმაც მსოფლიო გააოგნა

სერიული მკვლელი

ჯოანა დენეჰიმ 2013 წლის მარტში ინგლისში სამი მამაკაცი განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა. მის საზარელ დანაშაულებს "პიტერბოლის თხრილის მკვლელობები" ეწოდა.

ჯოანას მთავარ მიზანს თანამზრახველ გარი რიჩარდთან ერთად ცხრა მამაკაცის მკვლელობა წარმოადგენდა. დამნაშავეებს დიდი სურვილი ჰქონდათ, რომ ბონისა და კლაიდის სამარცხვინო დუეტს დამსგავსებოდნენ.

პოლიციამ ქალი პირველი ცხედრის აღმოჩენიდან რამდენიმე დღეში დააკავა. გასამართლების შემდეგ, მისი ამბავი კიდევ უფრო უცნაური ხდება. როგორც გაირკვა, მან ციხეში რამდენჯერმე დაამყარა პატიმრებთან რომანტიკული ურთიერთობა. მიუხედავად იმისა, რომ მას დარჩენილი ცხოვრების გატარება ციხეში მოუწევს, მისი მამაკაცებთან ურთიერთობის მცდელობები დღემდე გრძელდება.

ჯოანას პრობლემატური ცხოვრება ჰქონდა. 16 წლის ასაკში ის თავის 21 წლის შეყვარებულთან, ჯონ ტრენორთან ერთად სახლიდან გაიქცა. მიუხედავად იმისა, რომ მას შვილების ყოლა არასდროს ნდომებია, ის 1999 წელს, 17 წლის ასაკში დაფეხმძიმდა. ქალიშვილის დაბადების შემდეგ, მან დაიწყო თვითდაზიანება, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების აქტიურად მოხმარება.

2005 წელს მას მეორე შვილიც ეყოლა. მოგვიანებით, ტრენორმა ქალი მიატოვა და შვილებიც თან წაიყვანა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ჯოანა მეუღლეს ღალატობდა და შვილებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა.

ოჯახის დანგრევის შემდეგ, ქალი პიტერბოროში გადავიდა, სადაც გარი რიჩარდსი გაიცნო. სავარაუდოდ, ამ დროს ჯოანა სექსმუშაკი გახდა, რითაც შეიძლება აიხსნას მისი სიძულვილი მამაკაცების მიმართ.

მისმა პრობლემებმა 2012 წლის თებერვალში იჩინა თავი.

თავდაპირველად დენეჰი ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ამ დროს ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ანტისოციალური პიროვნების აშლილობა და ობსესიურ-კომპულსური აშლილობა დაუდგინდა. მომხდარიდან 10 წელიწადში კი მისი მკვლელობების სერია დაიწყო.

ჯოანას პირველი მსხვერპლი ლუკაშ სლაბოშევსკი გახლდათ. მათ ერთმანეთი მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე შეხვდნენ. ლუკაშმა მეგობრებს უთხრა, რომ თავის ახალ შეყვარებულს ხვდებოდა. სამაგიეროდ, ქალმა ის თავისი ბინის გამქირავებლის ერთ-ერთ სახლში წაიყვანა და თვალები აუხვია. ჯოანა დენეჰიმ კაცს გულში დანა ჩაარტყა და გვამი ნაგავში გადააგდო.

სლაბოშევსკის მკვლელობიდან ათი დღის შემდეგ, ჯოანა დენეჰიმ იმავე წესით მოკლა თავისი ბინის ერთ-ერთი მეზობელი, 56 წლის ჯონ ჩეპმენი.

რამდენიმე საათის შემდეგ კი მან ბინის მეპატრონე, 48 წლის კევინ ლი მოკლა, რომელთანაც რომანი ჰქონდა. მკვლელობამდე ჯოანამ კაცი დაარწმუნა, რომ კაბა ჩაეცვა.

ცხედრების განადგურებაში მას გარი რიჩარდსი და ლესლი ლეიტონი დაეხმარნენ. ისინი ახდენდნენ გვამების ტრანსპორტირებას, აკეთებდნენ თხრილებს და ჯოანას მსხვერპლებს ორმოებში ყრიდნენ. მანამდე კი მათ ამცირებდნენ გვამებს სექსუალურად გამოკვეთილ პოზებს აღებინებდნენ.

მოგვიანებით, მამაკაცებმა განაცხადეს, რომ მათ ჯოანას დახმარება არ სურდათ, თუმცა მისი ეშინოდათ, რის გამოც უწევდათ მას დამორჩილებოდნენ.

ბოლო ორი მსხვერპლის დამარხვის შემდეგ, დამნაშავეთა ტრიო დასავლეთისკენ გაემართა. მათ ერთი მიზანი - ახალი მსხვერპლების მოძებნა ამოძრავებდათ.

ჰერეფორდში ჩასვლისას მათ ორი მამაკაცი დააფიქსირეს - ჯონ როჯერსი და რობინ ბერეზა. დენეჰიმ ბერეზა მხარისა და მკერდის არეში დანა დაარტყა, როჯერსს კი 40-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა. ათი გადარჩენა სწრაფი სამედიცინო დახმარებით მოხერხდა და საბოლოოდ მათ მოახერხეს დამნაშავის ამოცნობა.

დენეჰიმ მოგვიანებით თქვა, რომ ის იმიტომ კლავდა ქალებს, რომ დედა იყო და არ სურდა სხვა ქალების მოკვლა. თუმცა, მამაკაცის მკვლელობა მისთვის კარგ გასართობს წარმოადგენდა.

კევინ ლის მკვლელობიდან ორი დღის შემდეგ, მამაკაცის ოჯახმა მისი დაკარგვის შესახებ პოლიციაში განაცხადა. საბოლოოდ, ის თხრილში აღმოაჩინეს. ჯოანა პოლიციის ერთ-ერთი ეჭვმიტანილი გახდა, თუმცა, დაკითხვამდე მან გარი რიჩარდსთან ერთად გაქცევა მოახერხა.

გაქცევიდან ორი დღის შემდეგ ქალი დაიჭირეს. დაპატიმრების დროს ის იცინოდა, ხუმრობდა და პოლიციელთან ფლირტაობდა.

სასამართლო პროცესის მოლოდინში, პოლიციამ ჯოანას დღიური იპოვა, სადაც მის მიერ დასახული ციხიდან გაქცევის გეგმა ეწერა. როგორც გაირკვა, ქალს უსაფრთხოების სიტემის მოსატყუებლად მცველისთვის თითის მოჭრა და მისი ანაბეჭდის გამოყენება ჰქონდა განზრახული.

 

ჯოანა დენეჰის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. ის დიდი ბრიტანეთის ისტორიაში ერთ-ერთია იმ სამი ქალიდან, რომლებსაც უვადო პატიმრობა მიესაჯათ.

ჯოანამ მაქსიმალურად კარგად გამოიყენა პატიმრობა და ციხეში საყვარელი ადამიანიც გაიჩინა. მან 2018 წელს ჰეილი პალმერზე სცადა დაქორწინება, თუმცა პალმერის ოჯახის წინააღმდეგობის გამო მათი გეგმები ჩაიშალა. იმავე წელს შეყვარებულებმა თავის მოკვლაც სცადეს, რაც წარუმატებლად დასრულდა.

ჰეილის შემდეგ, ჯოანას სხვა შეყვარებულიც ჰყავდა, თუმცა, 2021 წელს ისინი კვლავ შერიგდნენ. წყვილი პალმერის გათავისუფლების შემდეგაც აგრძელებდა ურთიერთობას და კვლავ გეგმავდნენ ქორწინებას. ამასთან ერთად, ქალი წლების განმავლობაში წერდა მამაკაცებს წერილებს და მათ ციხეში შეტყუებას ცდილობდა.

ცნობილია ისიც, რომ 2019 წელს დენეჰი ლოუ ნიუტონის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც იმ დროს სასჯელს სერიული მკვლელი - როუზ უესტი იხდიდა. საბოლოოდ ჯოანა მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რის გამოც ციხის თანამშრომლებმა უესტი სხვაგან გადაიყვანეს.

ჯოანა ერთ-ერთი ყველაზე სასტიკ ქალ სერიულ მკვლელად რჩება. მისი სინანულის ნაკლებობით, მკვლელობიდან მიღებული სიამოვნებით და ადამიანური თვისებების არარსებობით მას საზოგადოება მონსტრს ადარებს.

ასევე ნახეთ:

გოგონა პარკში წაიყვანა და მეგობრებთან ერთად, ჯგუფურად გააუპატიურა - ჯუნკო ფურუტას საქმე, რომელმაც მსოფლიო შეძრა

„ბავშვს ყელზე თეთრი ლენტი ჰქონდა შემოხვეული...“ - დაუჯერებელი და საზარელი მკვლელობის საქმე, რომელმაც მსოფლიო შეძრა

"კანალიზაციის მილებიდან ბავშვის ღვიძლი, ფილტვები, თირკმელები და გული ამოიღეს" - იოახიმ კროლის საქმე