მამა სოკრატესთან მოიყვანეს ბიჭი, რომელიც კიოდა, ჯვარი ბეჭზე დაადო, იატაკზე დავარდა და... - რას იხსენებს მოძღვარის მრევლი

მამა სოკრატე

მამა სოკრატეს სახელი ბევრს სმენია. არქიმანდრიტი თბილისში ე.წ. არმიანცის საავადმყოფოს ტერიტორიაზე აგებული ეკლესიის ეზოშია დაკრძალული. მის საფლავთან დღესაც ბევრი ადამიანი მიდის, სანთელს ანთებს და დახმარებას სთხოვს.

მამა სოკრატეს ცხოვრების შესახებ რეჟისორმა თინათინ ჭაბუკიანმა ფილმიც გადაიღო: „ხილული სასწაულები“

ფილმში ადამიანები ჰყვებიან, როგორ გადაარჩინა ისინი არქიმანდრიტის ლოცვამ. ერთ-ერთი ქალბატონის ნაამბობის მიხედვით, მას მკერდის სიმსივნე ჰქონდა და ოპერაცია უნდა გაეკეთებინა. მამა სოკრატემ მასთან დასალოცად მისულ ქალს მკერდზე ლახვარი დაადო და უთხრა, რომ ოპერაცია არ სჭირდებოდა, სანამ ღმერთის ძალის და შემწეობის იმედი ექნებოდა. ახალგაზრდა ქალის თქმით, მომდევნო კვლევებმა დაადასტურეს, რომ ზრდის ნაცვლად სიმსივნემ დაპატარავება დაიწყო. ქალს ოპერაცია აღარ დასჭირდა.

მამა სოკრატეს ექიმი და დამხმარე ნათელა ვაშაკიძე არქიმანდრიტის ღვაწლის შესახებ ჟურნალ „სარკესთან“ შემდეგ ისტორიას ჰყვება:

„ის გამტარივით იყო, ადამიანს რომ დაინახავდა, ხვდებოდა რა აწუხებდა. ერთმა მორჩილმა ბათუმიდან ჩამოიყვანა ბიჭი, რომელიც კიოდა, მოძღვრისკენ იწევდა, თითქოს უნდა დაერტყა. მორჩილები ძლივს იჭერდნენ. მამა სოკრატემ მესამე ლოცვა რომ წაუკითხა, ჯვარი ბეჭზე დაადო და ბიჭი იატაკზე დავარდა. მერე მოძღვარმა უთხრა ადექიო. ბავშვიც ადგა. ეს ბიჭი გამოჯანმრთელდა. სრულად

ასევე ნახეთ:

VIDEO: ნიკომ სალომე ისევ „გაპრანკა“ - „დავტოვებ და ჩვენ „ვიგულაოთ“

სასიხარულო ამბავი! - მამა თეიმურაზ ქორიძე ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს