მილიონერი მოდელი, 4 შვილის დედა ყოფილი ქმრის ოჯახმა წამებით მოკლა, რომელთაც თავად არჩენდა - მკვლელობაში ბრალდებულებს უვადო პატიმრობა ემუქრებათ

ლენტა

ჰონგ კონგელი მოდელის ები ჩოის სიმამრს და მის უფროს შვილს ბრალი წაუყენეს მკვლელობისთვის მას შემდეგ, რაც 28 წლის ულამაზესი მოდელის სხეულის ნაწილები მიტოვებულ სახლში იპოვეს. ახალგაზრდა მოდელს 4 შვილი ჰყავდა. 

„ბინაში იპოვეს იარაღები, რომლებიც გამოიყენება ადამიანის სხეულების დასანაწევრებლად, მათ შორის ხორცის საფქვავი, ჯაჭვის ხერხი, გრძელი საწვიმარი, ხელთათმანები და ნიღბები“,- ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

28 წლის მოდელი და სოციალური ქსელის ვარსკვლავი, ები ჩოი, არა მხოლოდ ლამაზი გოგონა, ასევე ძალიან კეთილიც იყო. როგორც კი ინფლუენსერი გახდა და რეკლამებით დიდი თანხების გამომუშავება შეძლო, მაშინვე საქველმოქმედო ფონდი ჩამოაყალიბა. ორი მიმართულებით მუშაობდა - სურდა, გაჭირვებულ ადამიანებს დახმარებოდა და ამავდროულად, მიუსაფარ ცხოველებზეც ზრუნავდა.

17 წლის ასაკში პირველი მილიონი გამოიმუშავა. 

"ღმერთმა ბევრი ფული მომცა. ამიტომ, მეც უნდა გავცე." - ამბობდა გოგონა. 

18 წლის ასაკში საყვარელ მამაკაცზე დაქორწინდა. 24 წლის ასაკში უკვე უზარმაზარი სახლი შეიძინა და საკუთარი გემოვნებით მოაწყო. პირველ ქორწინებაში 2 შვილი ჰყავდა.

ების მეუღლე, ალექს ვონგი, მისგან განსხვავებით, შეიძლება ითქვას, რომ წარუმატებელი ადამიანი იყო.  როცა მილიონერ გოგონაზე დაქორწინდა, გამუდმებით ბარებში დადიოდა, ტოტალიზატორში თამაშობდა, გართობა უყვარდა და ხარჯებს, რა თქმა უნდა, ცოლის ბარათით იხდიდა. ბიჭის მამა სასამართლოში მუშაობდა. თუმცა, 2022 წელს თაღლითობის სქემაში ჩაერთო და სამსახურიდან ისიც გაათავისუფლეს...

ები 23 წლის იუბილეზე Tam Jai International-ის რესტორნების იმპერიის მემკვიდრეს, კრის ტამ ფონგ-ჩანს შეხვდა. ორწლიანი რომანის შემდეგ, ახალგაზრდებმა მდიდრული ქორწილი გადაიხადეს და ორი შვილი შეეძინათ.

მიუხედავად იმისა, რომ პირველ ქმართან განქორწინებული იყო. ყოფილი ქმრის ოჯახს სახლი უყიდა. იხდიდა მათ ვალებს და ეხმარებოდა მატერიალურად... მაზლი კი მძღოლად დაასაქმა.

2023 წლის 21 თებერვალს ები ჩოი სახლიდან გავიდა და საღამოს სახლში რომ აღარ მივიდა, მისმა ქმარმა, კრისმა, ების მშობლებსა და მეგობრებს დაურეკა. თუმცა, გოგონა არავის უნახავს... მისი კვალი დაიკარგა...

ქუჩის სათვალთვალო კამერების მიხედვით, გოგონა მანქანიდან არ ჩამოსულა. მისი მანქანა კი ქალაქის გასასვლელში დააფიქსირეს. მძღოლის ტელეფონი სოფელ ტაის ძველ სახლთან არსებულ მისამართს აჩვენებდა. ორდღიანი ძებნის შემდეგ, გამომძიებლები სწორედ იქ წავიდნენ, სადაც საზარელი სურათი დახვდათ.

როგორც გაირკვა, ები ყოფილი ქმრის ნათესავების მუდმივად რჩენაზე უარის თქმას აპირებდა. ამიტომაც, ოჯახმა მისი მკვლელობა ერთად დაგეგმა. მკვლელობის იდეა კი დედამთილის გაუჩნდა. მკვლელობაში ბრალდებულ ქალს იმედი ჰქონდა, რომ მოკლული ყოფილი რძლის ქონების ნაწილის განკარგვის უფლება ექნებოდათ. რადგან პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავდა და შესაბამისად მეურვეობა მამას გადაეცემოდა.

სასამართლო პროცესები გრძელდება. მკვლელობის მუხლით დაკავებულებს სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ.