გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
1966 წლის 13 ივლისს, ჩიკაგოში, სამხრეთ დირინგის მახლობლად მდებარე შენობაში ახალგაზრდა კაცი შეიჭრა და ერთ ღამეში რვა მედდა მოკლა.
რიჩარდ ბენჯამინ სპეკი 1941 წელს, ილინოისსის პატარა ქალაქ მონმუთში დაიბადა და რელიგიურ ოჯახში იზრდებოდა. ყველაფერი მას შემდეგ გაუარესდა, რაც 1947 წელს მამა გულის შეტევით გარდაეცვალა. რამდენიმე წლის შემდეგ, დედამ მეორედ იქორწინა კაცზე, რომელიც ხშირად სვამდა და რიჩარდს სასტიკად ეპყრობოდა.
სპეკს სკოლაშიც ჰქონდა პრობლემები. შფოთვის გამო, ბიჭს გაკვეთილზე საუბარი უჭირდა. საბოლოოდ კი, საშუალო სკოლიდანაც გამოვიდა. ამ დროისთვის რიჩარდმა ალკოჰოლის მიღება დაიწყო და თითქმის ყოველდღე სვამდა. მოგვიანებით, მან მუშაობა დაიწყო და 15 წლის გოგონაზეც იქორწინა, რომელიც სპეკისგან იყო ფეხმძიმედ.
რიჩარდის ცოლი, შირლი მელოუნი ქმრის შიშით ცხოვრობდა. მელოუნმა თქვა, რომ ქმარი მას ხშირად აუპატიურებდა და დანითაც ემუქრებოდა. გარდა ამისა, მისი პრობაციის ოფიცერმა განაცხადა, რომ სექსუალურ ძალადობასთან ერთად, ის ჩადიოდა ქურდობას, ძარცვას, თაღლითობასა და თავდასხმა.
1965 წელს სპეკი საცხოვრებელი კორპუსის ავტოსადგომზე ქალს თავს დაესხა, რის გამოც კაცი დააპატიმრეს და 16 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მიუხედავად ამისა, ის ექვსი თვის შემდეგ გაათავისუფლეს.
ამ პერიოდში სპეკის მეუღლემ განქორწინება მოითხოვა და მათ შვილზე სრული მეურვეობაც მიიღო.
მოგვიანებით რიჩარდი მონმაუთში, დასთან საცხოვრებლად დაბრუნდა, სადაც ბარში ჩხუბის დროს დანით დაჭრა მამაკაცი, მოიპარა მანქანა, გაძარცვა სასურსათო მაღაზია, გაძარცვა, აწამა და გააუპატიურა 65 წლის ქალი და მოკლა ბარმენი, რის შემდეგაც ჩიკაგოში გადავიდა და ეროვნულ საზღვაო კავშირში დაიწყო მუშაობა.
იმავე წლის ივლისისთვის, სპეკმი ცდილობდა გემზე სამსახური ეშოვა ეროვნულ საზღვაო კავშირში.
ის იქ დარჩა ხუთი დღის განმავლობაში გადაზიდვის დავალების მოლოდინში და ამ დროს ჩაიდინა ყველაზე უარესი დანაშაული.
იმავე წლის ივლისში, ჩიკაგოში ჩასულმა სპეკმა ჩაიდინა შემზარავი დანაშაული.
12 ივლისს, სამუშაო დავალების მიღების შემდეგ, სპეკმა აღმოაჩინა, რომ მისი სამსახურებრივი თანამდებობა სხვას გადაეცა. განრისხებულმა რიჩარდმა მახლობლად მდებარე ბარში დალევა დაიწყო. იქვე გაიცნო 53 წლის ელა მეი ჰუპერი, რომელიც ბინაში წაიყვანა, გააუპატიურა და გაძარცვა.
მოგვიანებით, შეიარაღებული სპეკი ღამის 11 საათზე სტუდენტი ექთნების საერთო საცხოვრებელში შეიჭრა და საძინებლებისკენ აიღო გეზი.
თავდაპირველად კაცი ფილიპინელი სტუდენტის, წლის კორაზონ ამურაოს საძინებელში შევიდა, მას იარაღით დაემუქრა და ოთახის მეზობლებთან - მერლუტა გარაგულოსთან და ვალენტინა პასიონთან ერთად გვერდით ოთახში შეიყვანა, სადაც პატრიცია მატუსეკს, პამელა ვილკენინგს და ნინა ჯო შმალეს ეძინა. სპეკმა სამივე მათგანი გააღვიძა დახეული თეთრეულით მაჯები შეუკრა. თავდამსხმელმა გოგონები სათითაოდ გაიყვანა ოთახიდან და მოკლა. ამურაომ მომენტით ისარგებლა და სანამ რიჩარდს მისთვის ზურგი ჰქონდა შექცეული, ოთახიდან გაპარვა და დამალვა შეძლო.
ამ დროს, საერთო საცხოვრებელში კიდევ ორი გოგონა მივიდა - სიუზან ფარისი და მერი ენ ჯორდანი, რომლებიც სპეკმა სახლში შესვლისას დანით გამოასალმა სიცოცხლეს. მოგვიანებით კი სახლში 22 წლის ჯინ დევიც მივიდა, რომელიც დამნაშავემ გააუპატიურა და დაახრჩო.
სავარაუდოდ, გოგონების სახლში შესვლის გამო, სპეკს სათვალავი აერია და ამურაო დაავიწყდა. გოგონა დილის 6 საათამდე საწოლის ქვეშ იმალებოდა.
ამურაო სამალავიდან გამთენიისას გამოვიდა და უახლოესი ფანჯრიდან ყვირილი დაიწყო. პოლიცია ადგილზე მალევე მივიდა და გამოძიებაც დაიწყო.
მიუხედავად იმისა, რომ სპეკი გაიქცა, ის რამდენიმე დღეში დააკავეს. კაცი საავადმყოფოში ექიმებმა ტატუს მეშვეობით ამოიცნეს და პოლიციას დაუკავშირდნენ.
სასამართლო პროცესზე რიჩარდმა განაცხადა, რომ დანაშაულის ჩადენა არ ახსოვს, თუმცა, ამურაომ მისი ამოცნობა შეძლო და პირდაპირ დაადო ხელი. ამასთან ერთად, პროკურატურამ განაცხადა, რომ დანაშაულის ადგილზე აღმოჩენილ იქნა სპეკის თითის ანაბეჭდები.
45 წლიანი განხილვის შემდეგ, ნაფიცმა მსაჯულებმა სპეკს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს. თავდაპირველად, მას სასიკვდილო განაჩენი მიუსაჯეს, თუმცა, მოგვიანებით სასჯელი უვადო პატიმრობით შეიცვალა.
სპეკი სასჯელს ილინოისის გამოსასწორებელ ცენტრში იხდიდა. მთელი იქ ყოფნის განმავლობაში, ის რეგულარულად მოიხმარდა ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს.
1996 წელს ანონიმურმა წყარომ 1988 წელს გადაღებული უცნაური ვიდეო გაავრცელა, სადაც სპეკს ქალის მსგავსი მკერდი და აბრეშუმის საცვლები უჩანს და პატიმართან ორალური სექსით არის დაკავებული. როგორც გაირკვა, კაცი ქალის ჰორმონებს მოიხმარდა.
ჩანაწერში ისმის, რომ კამერის მიღმა პატიმარმა სპეკს ჰკითხა თუ რატომ მოკლა სხვა სტუდენტი, რაზედაც მან უპასუხა: „უბრალოდ, მათი დღე არ იყო“ და გაეცინა.
რიჩარდ სპეკი 1991 წლის 5 დეკემბერს, გულის შეტევით გარდაიცვალა.
ასევე ნახეთ: