ისრაელიდან დამატებითი რეისი შესრულდა - „ჯორჯიან ეარვეისმა“ პირდაპირი ფრენით მგზავრები თელავივიდან ჩამოიყვანა

ფრენები

ისრაელიდან დამატებითი რეისი შესრულდა - „ჯორჯიან ეარვეისმა“, პირდაპირი ფრენით, მგზავრები თელავივიდან ჩამოიყვანა. მგზავრთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ აშდოთსა და აშქელონში - ქალაქებში, რომლებიც ტერორისტული თავდასხმების სამიზნეა.

მგზავრები „კურიერს“ უყვებიან, რომ ვითარება ამ ქალაქებში დაძაბულია, მუდმივად ისმის განგაშის სიგნალის ხმა, რის გამოც მათ თავშესაფრებში უწევთ ყოფნა.

ქალაქებში, რომლებსაც ჰამასი ბომბავს, არ მუშაობს ბაგა-ბაღები, სკოლები, სავაჭრო ცენტრები და მხოლოდ აფთიაქები და სასურსათო მაღაზიები ფუნქციონირებს.