„ჰაერის ტემპერატურა +31 გრადუსამდე გათბება“ - უახლოესი დღეების პროგნოზი
1759434008
1999 წელს ალაბამელი ტონდა დიკერსონი ჩვეულებრივ მიმტანად მუშაობდა „ვეიფლ ჰაუსის“ რესტორანში.
ერთ დღეს მისმა ერთგულმა კლიენტმა, ედვარდ სიუარდმა, საჩუქრად ბარში ლატარეის ბილეთი დატოვა. ერთგული სტუმრისგან ნაჩუქარი ბილეთი ქალმა აიღო და შეინახა. მაშინ დიკერსორს არც კი უფიქრია, რომ ეს პატარა ჟესტი მის ცხოვრებას სრულად შეცვლიდა.
ნაჩუქარი ლატარიის გათამაშების შედეგები შაბათ დღეს გამოქვეყნდა და გაირკვა, რომ მან 10 მილიონი დოლარი მოიგო.
გახარებული ტონდა ფიქრობდა, რომ მისი ჩვეულებრივი რუტინა დასრულდა და აღარასდროს მოუწევდა მუშაობა. თუმცა, მოვლენები საბედისწეროდ განვითარდა.
კოლეგების საჩივრები სასამართლოში
ბილეთის გათამაშების შედეგების შემდეგ, კოლეგებმა პროტესტი გამოთქვეს და მოგებული თანხის გაყოფა მოითხოვეს. ამ მიზნით სასამართლოში შეიტანეს სარჩელი. როგორც ტონდას კოლეგები ამტკიცებდნენ, ბარის ერთგული კლიენტი ხშირად ტოვებდა ბილეთს და ეუბნებოდა პერსონალს, რომ მოგების შემთხვევაში თანხა გაეყოთ.
პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება კოლეგების სასარგებლოდ დადგა, თუმცა დიკერსონმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ალაბამას უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ სიტყვიერი შეთანხმება კანონის ძალას არ ატარებდა.
გატაცების მცდელობა
2002 წელს, დიკერსონი კიდევ უფრო საშიშ სიტუაციაში აღმოჩნდა: სასამართლოს დასრულებიდან იმავე კვირაში, ქალის ყოფილი ქმარი გამოჩნდა. იარაღის მუქარით მანქანით გაიტაცა... ქალი სასწაულით გადაურჩა გამტაცებელ მოძალადე კაცს და შეძლო პოლიციის გამოძახება.
დავა შემოსავლების სამსახურთან
საგადასახადო სამსახურმა მას მილიონობით დოლარის გადახდა მოსთხოვა, რადგან მოგებიდან ოჯახის წევრებს წილი გადასცა. დავა წლების განმავლობაში გაგრძელდა და დიკერსონის ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა.
როგორ დასრულდა ყველაფერი
მიუხედავად მოგების მასშტაბისა, ტონდა დიკერსორის ცხოვრება ლატარეის შემდეგ აღარასდროს ყოფილა მშვიდი. დღეს ის საზოგადოებაში იშვიათად ჩნდება, თუმცა ცნობილია, რომ მუშაობს ბილოქსის (მისისიპი) ერთ-ერთ კაზინოში პოკერის დილერად.
მისი ამბავი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მოულოდნელი გამდიდრება ყოველთვის ბედნიერების გარანტია არ არის.