პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ემიგრანტ ქართველ ქალებზე ბევრი დაწერილა და თქმულა. ბევრი თავად აქვეყნებს ემოციურ წერილებს. ნაწილს სამშობლოში დაბრუნება უნდა, ოჯახთან ცხოვრება. ნაწილი კი ფიქრობს რომ სამშობლოში არა მას, არამედ მის მიერ გამოგზავნილ თანხას ელოდებიან.
ნახეთ მცირე ამონარიდი ემიგრანტის ინტერვიუდან:
92 წლის ბებიას ვუვლი. სრულიად დამოუკიდებელია, მაგრამ შინ რომ მარტო არ იყოს და გაუკონტროლონ წამლებს დროულად სვავს თუ არა, მაგის გამო ვცხოვრობ მასთან ერთად. ჩემთან კარგი დამოკიდებულება აქვს, თუ ვინმეს ხვდება, ჩემი ქების გარდა არაფერზე ესაუბრება. მგონი, კარგად გავუგეთ ერთმანეთს. ცოტა-ცოტა ენაც მასწავლა. აქაურები ხათუნას ვერ ამბობენ და კატერინას მეძახიან.
– საქართველოზე რა იციან?
– ბებიას საქართველოს ფოტოებს ვათვალიერებინებ ხოლმე და რომ უყურებს „ბელლა! ბელისიმა!” – გაიძახის. ნათესაობასთან მისვლა-მოსვლა, მოლხენა, დოლი, გიტარა, ცეკვა, სიმღერა იტალიელებმაც ჩვენსავით იციან.
მიჭირს აქ ყოფნა, მენატრება ჩემი სახლი, შვილი, შვილიშვილები. ყოველ ღამე ვიძინებ და ვიღვიძებ მათ მონატრებაში და ვფიქრობ, ხომ შეიძლება საქართველოშიც იყოს ისეთი სამსახური, რომ უზრუნველყოფილი იყო, ნორმალური ანაზღაურება გქონდეს და ქვეყნიდან სამუშაოდ გაქცევაზე არ ფიქრობდე! იმდენი ხალხი ჩამოდის ყოველდღიურად, რომ არ ვიცი საქართველოში დარჩა თუ არა ვინმე. აქ იმედი მაინც არის რომ მშიერს არ დატოვებ შვილს. სხვათა შორის, დღეს წავიკითხე, საქართველოდან აქ ჩამოსული ქალბატონი წერდა – სხვის შვილს ვუვლი ჩემი შვილის სარჩენადო. აქ უმეტესობა მართლა ეგრეა. სხვებს ვუვლით იმიტომ, რომ ოჯახები შევინახოთ, წავეშველოთ. დღეს თუ ვინმე საზღვარგარეთიდან არ გეხმარება, შეუძლებელია რომ საქართველოში ნორმალურად კი არა – ელემენტარულად იყო უზრუნველყოფილი.
ფასები გარბის ყოველდღიურად, რომ ველაპარაკები ჩემს შვილს, შოკში ვარ, კიდევ როგორ წვდებიან ბავშვები რომ ჰყავთ ოჯახში, რამდენი რამ სჭირდებათ. ჩაცმაზე აღარაა ლაპარაკი, – კვება, სკოლაში უნდა იაროს, წიგნი სჭირდება, სათამაშო უნდა და ა.შ. ყველაფერზე უარს ხომ ვერ ეტყვი ბავშვს?!
– თვეში 2 დღე რომ გაქვთ დასასვენებლად, ალბათ ამ დღეს იკრიბებით ქართველები…
– რა თქმა უნდა. ენატრებათ საქართველო, ოჯახი, ყველა ოცნებობს, საბუთი აიღოს და წასვლა-წამოსვლა შეძლოს, რომ შვილების გვერდით იყოს. მეტი რა უნდა ილაპარაკონ, ქართველის გაჭირვება ერთი ეგაა რომ მოსანახულებლად ჩავიდეს საქართველოში. საბუთიანები ვინც არიან, იმათაც ის უჭირთ, რომ ამხელა თანხა უნდა მოაგროვონ, უნდა გააგზავნონ, აქ ვეღარ აგროვებენ იმდენს რომ წავიდნენ და წამოვიდნენ. რამდენისგან გამიგია 2 წლით ჩამოვედი და უკვე 10 წელი გავიდა აქ ვარო. იმიტომ, რომ უკეთესობა არაფერი არაა. თორემ არიან ისეთები, ვალი რომ გაისტუმრეს, მაგრამ ახლა შვილებმა უნდა ისწავლონ, იქ შვილიშვილები წამოეწიათ და ჩარჩნენ აქ. ასე გადის ცხოვრება მოხუცებთან ცხოვრებაში. ძალიან ბევრი ოჯახი დაინგრა, ბევრიც აირია… აქ ქალები მარტო რჩებიან, თავის ტკივილი აქვთ, უნდათ ეს ტკივილი ვიღაცას გაუზიარონ, კაცები ელოდებიან როდის გაუგზავნიან ფულს, ეს კი უკვე ჰბეზრდებათ ქალებს… სრულად
ასევე ნახეთ:
„გცნობენ, როგორც საფულეს... ელოდებიან შენს გაგზავნილ თანხას!“ - ემიგრანტის მძიმე ისტორია
VIDEO: „რა დაგიშავეთ საერთოდ არ ვიცი...“ - თაია ჭიჭინაძე ემოციურ მიმართვას ავრცელებს