იდუმალებით მოცული სახლი ტყვიავში, საიდანაც „დემონებმა ადამიანები განდევნეს“

tyviavi

ტყვიავი გორის მუნიციპალიტეტის სოფელია. აქ დგას სახლი, რომლის შესახებაც ლაპარაკსაც კი ერიდებიან, რადგან მასში როგორც ამბობენ, ბოროტი სულები სახლობენ და სწორედ მათ გამო, ოჯახმა, რომელიც იქ ცხოვრობდა, სახლი მიატოვა და გადასახლდა.

სახლი გასული საუკუნის 70-იან წლებში აშენდა და ოქროპირიძეები მისი პირველი ბინადრები არ იყვნენ.

ამ უცნაური სახლის შესახებ სოფელში ყველამ იცის და მის სიახლოვეს გავლასაც კი ერიდებიან. ღამით – მით უმეტეს.

როგორც ოქროპირიძეების მათი მეზობელი ჰყვება, აქ ადრე პატარა სახლი ყოფილა და მოგვიანებით ორსართულიანი სახლი აუშენებიათ და მისი პატრონი ციური ჩოჩაშვილი ყოფილა. ერთ დილას მეზობლებს ციური იატაკზე დაგდებული და გარდაცვლილი უნახავთ. მისი დასაფლავების შემდეგ ამ სახლში მისი ნახევარძმა, ილუშა გადმოვიდა. ამბობდა ხოლმე, – ღამე ჩამი ძმის შვილი ბიჭებს შემომიგზავნის და მცემენ ხოლმეო. ილუშაც აქ, ამ სახლში მოკვდა. მისი გარდაცვალების შემდეგ კი სახლი მთავრობამ გადასცა ოქროპირიძეებს, როგორც დევნილებს.

სახლზე ჯვრები გამოისახა და იქ მცხოვრებ ოქროპირიძეების ოჯახს უხილავი ძალები აწუხებდნენ. ღამით სხვენიდან ხვრინვის ხმა ესმოდათ. ავიდნენ ოჯახის წევრები, მეზობლებიც ავეით, მაგრამ ვერაფერი ვნახეთ. ოჯახის ახალგაზრდა რძალი ხშირად ცუდად ხდებოდა და ეჩვენებოდა, რომ მის შვილს უხილავი ძალები თმას ჭრიდნენ. შეშინებული წამოხტებოდა ხოლმე და ბავშვს მიაკითხავდა. ეს ამბები მხოლოდ ღამით ხდებოდა. დღისით ვერაფერს გაიგონებდით.

ოჯახმა ხატები მოიტანა და კედელზე დაკიდეს. ჩემი თვალით მაქვს ნანახი, რომ ქაღალდზე გამოსახულ ღვთის მშობელს ცრემლი სდიოდა. დაბლა ბამბა ეფინა და ჟივდებოდა ცრემლით.

ოქროპირიძეებმა ვერ გაუძლეს ამ ბოროტი ზალების ზეწოლას და ერთ დღეს აქედან გაიქცნენ. მათი წასვლის შემდეგ, აქვე ახლოს, ეკლესიიდან მღვდელი მოვიდა, ღამით დარჩა კიდეც ამ სახლში. მერე თქვა, რომ ვიჯექი, ვწერდი და ფურცელი გადამიშალა რაღაც ძალამო. იმის შემდეგ ეს მღვდელი 1-2-ჯერ მოჰყვა ექსტრასენსებს და თვალით აღარ გვინახავს. სახლი აკურთხა კიდეც ოჯახმა, სანამ აქ ცხოვროპბდნენ, მაგრამ არ უშველა.

გიორგი, ტყვიავის მცხოვრები:

„ტყვიავი ჩემი სოფელია და მაგ სახლის შესახებ ყველამ ვიცით. ერთ დღეს ბიზაჩემმა გადაწყვიტა, ცარიელ სახლში შესულიყო და კედლებზე გამოსახული ჯვრები გადაეღო. როგორც კი შევიდა და ტელეფონი მოიმარჯვა, ის მაშინვე გაითშა და ვეღარ ჩართო. არც გაკეთდა ტელეფონი, ბოლოს გადასაგდები გახდა. იყვნენ ტელევიზიიდანაც და იმათაც აპარატურა გაუფუჭდათ და ვერაფერი გადაიღეს. ასე რომ ეს ამბავი მითი სულაც არ არის და სახლში ნამდვილად ბინადრობენ დემონები თუ ბოროტი სულები და ფაქტობრივად, ცოცხალი ადამიანები განდევნეს და დაეპატრონნენ იქაურობას.