გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
1984 წელს, შვიდი კვირის განმავლობაში, კრისტოფერ უაილდერი ნადირობდა ახალგაზრდა დაუცველ ქალებზე, ცხრა სხვადასხვა შტატში, სანამ იგი არ მოკლეს.
კრისტოფერ ბერნარდ უაილდერი 1945 წლის 13 მარტს, სიდნეიში დაიბადა. მისი მამა იყო ამერიკელი საზღვაო ოფიცერი, ხოლო დედა ავსტრალიელი.
როდესაც ის 17 წლის იყო, უაილდერმა მონაწილეობა მიიღო გოგონას ჯგუფურ გაუპატიურებაში სიდნეის სანაპიროზე. მან დანაშაული აღიარა, მაგრამ მიიღო მხოლოდ ერთი წელი გამოსაცდელი და სავალდებულო კონსულტაცია.
1968 წელს 23 წლის უაილდერი დაქორწინდა. თითქმის მაშინვე მისმა მეუღლემ მანქანაში სხვა ქალის საცვლები და პორნოგრაფიული ფოტოები იპოვა. ქალმა მეუღლე ასევე დაადანაშაულა სექსუალურ ძალადობაში და ამტკიცებდა, რომ კაცმა მისი მოკვლა სცადა. ამის გამო, ქორწინება მხოლოდ ერთი კვირა გაგრძელდა.
ფოტოგრაფიისადმი ინტერესის გამო, უაილდერმა ასევე იყიდა რამდენიმე მაღალი დონის კამერა. უაილდერმა თავისი დრო გაატარა სამხრეთ ფლორიდის სანაპიროებზე ქალების მოსაძებნად. 1971 წელს ის დააკავეს პომპანოს სანაპიროზე, ორი ახალგაზრდა ქალის მოთხოვნით, რომლებსაც ის ფოტოებს მალულად უღებდა.
კრისტოფერი ქალებს სამოდელო კონტრაქტებს ჰპირდებოდა, შემდეგ კი აუპატიურებდა. თუმცა კრისტოფერ უაილდერი პასუხისგებაში მიცემას როგორღაც თავს აღწევდა.
1982 წელს, სიდნეიში, მშობლებთან სტუმრობისას, უაილდერმა გაიტაცა ორი 15 წლის გოგონა, აიძულა ისინი გაშიშვლებულიყვნენ. მათ პორნოგრაფიული ფოტოები გადაუღო. უაილდერი დააკავეს და ბრალი წაუყენეს გატაცებასა და სექსუალურ ძალადობაში.
თუმცა, სასამართლო განხილვა არ შედგა. მომდევნო წელს, მან ფლორიდაში იარაღის მუქარით გაიტაცა, ათი და თორმეტი წლის, ორი გოგონა.
1984 წლის 26 თებერვალს უაილდერმა შვიდკვირიანი მოგზაურობა დაიწყო, რომლის დროსაც მან მოკლა, სულ მცირე, რვა ქალი, ყველა დამწყები მოდელი იყო. რის გამოც, მას „ლამაზი დედოფლების მკვლელი".
ის პირველი მსხვერპლი იყო 20 წლის როსარიო გონსალესი, რომელიც იბრძოდა მაიამის გრანპრის მოპოვებაზე, გონსალესი, ბოლოს, მასთან ერთად იპოდრომის დატოვებისას ნახეს.
5 მარტს 23 წლის ყოფილი მის ფლორიდა და საშუალო სკოლის მასწავლებელი ელიზაბეტ კენიონი გაუჩინარდნენ. უაილდერი და კენიონი ადრე ხვდებოდნენ ერთმანეთს - მან ქალს ცოლობაც კი სთხოვა.
გამოძიების მიმდინარეობით უკმაყოფილო კენიონის მშობლებმა კერძო გამომძიებელი დაიქირავეს. თიმცა, ვერც გონსალესი და ვერც კენიონი, ვერ იპოვეს.
უაილდერის ერთ-ერთი დანაშაული ტერეზა ფერგიუსონის გაუჩინარებას უკავშირდება. მისი ცხედარი ოთხი დღის შემდეგ, არხში იპოვეს. ის ისეთი დასახიჩრებული იყო, რომ მის ამოცნობას სტომატოლოგიური ჩანაწერები დასჭირდა.
უაილდერმა ერთ-ერთი გატაცებული გოგონა, ორი საათის განმავლობაში, ელექტროშოკით აწამა.
13 აპრილს, გაზგასამართ სადგურზე კრისტოფერ უაილდერი ორმა ჯარისკაცმა იცნო. დაპირისპირების დროს, ორი გასროლა მოხდა, რის შედეგადაც უაილდერი გულში დაიჭრა და ადგილზე გარდაიცვალა.
ასევე ნახეთ:
ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
1732307043
23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1732302840