66 000-ზე მეტ პირს დავალიანება გაუნულდება! - ნახეთ, ვის შეეხება ცვლილებები
1740253942
ფოტოგრაფმა ახლად დაქორწინებული წყვილის ფოტოები წაშალა. მიზეზი კი ისაა, რომ ქორწილში ის არც შეასვენეს და არც საჭმელი აჭამეს. გაბრაზებულმა ფოტოგრაფმა „მათზე შური იძია“. ამბავი დღემდე აქტუალურია.
ამბის შესახებ ფოტოგრაფმა თავად დაწერა. როგორც იგი ამბობდა, ის მოყვარული ფოტოგრაფია და მეგობარს, რომელსაც ფულის დაზოგვა უნდოდა, უარი ვერ უთხრა.
„წყვილს 10-საათიანი წვეულების გადასაღებად მხოლოდ 250 დოლარი ჰქონდა და მაინც დავთანხმდი. დილის 11:00 საათიდან ვმუშაობდი. როდესაც სტუმრებისთვის საჭმელი მოიტანეს, მე დაჯდომა ამიკრძალეს და მითხრეს, რომ მე ჭამის უფლება არ მქონდა“,- ამბობდა ფოტოგრაფი.
ნეფე-დედოფალმა მას უთხრა, რომ ან ფოტოების გადაღებას გააგრძელებდა, ან თანხას საერთოდ ვერ მიიღებდა. გაბრაზებულმა ფოტოგრაფმა ამის შემდეგ წვეულება დატოვა.