ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
ირმა ელერდაშვილის საოჯახო ალბომში დიდი ბებიას, პელაგია პაპუნაშვილის მიერ, 40 წლის წინ ნაჩუქარი ფოტო ინახება.
ირმა „პრაიმთაიმთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ პელაგია იცნობდა და მეგობრობდა გალაკტიონთან.
„მისი ფოტოებიდან მხოლოდ ეს მერგო წილად, დანარჩენს რა უყვეს სხვა შთამომავლებმა, არც მიკითხავს. როცა სურათი მაჩუქა, მითხრა, რომ მისი ფასი მხოლოდ მე შეიძლებოდა, მცოდნოდა. მაშინ უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. ეს ფოტოც საკმაოდ დაზიანებულია. ვერც მე გავუფრთხილდი, სამწუხაროდ“. - გვიყვება რესპონდენტი.
როგორ ირმა „პრაიმთაიმს“ უყვება, პელაგია პაპუნაშვილი კახეთში, მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა და შემდეგ გააშვილეს. ასე აღმოჩნდა ქუთაისში, სადაც გალაკტიონის მეზობლად ცხოვრობდა და აქედან გამომდინარე, მას კარგად იცნობდა. მიყვებოდა, რომ ნარდის თამაში გალამ ასწავლა. ისინი ერთი თაობის იყვნენ და მეგობრობდნენ კიდეც.
ფოტო მაშინდელი გადაღებულია, როცა გალა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა.
ბებიასგან ვიცი, რომ ამ ფოტოზე გალაკტიონის მაშინდელი შეყვარებულიცაა, რომელიც ფოტოს გადაღების შემდეგ მალე გარდაიცვალა. პოეტს ძალიან უდარდია ამის გამო. თუმცა, ვერ გეტყვით, რომელი მათგანია, რადგან არ მახსოვს და ვერ მოგატყუებთ. ძალიან ვწუხვარ, რომ ახალგაზრდობისას ვერ გავიაზრე, რამდენად მნიშვნელოვანი ამბავი გამანდეს...
ბებია პელაგიას 4 შვილი ჰყავდა და 96 წლისა გარდაიცვალა. ის ფოტოზე ზემოთა რიგში, მარჯვნიდან პირველია.
ფოტოზე: ირმა ელერდაშვილი