დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
სახლი, რომელიც ინგოროყვას ქუჩაზე დგას, მართლაც შემზარავია: გარე ფასადს იდაყვებზე დაყრდნობილი რქიანი და დიდყურება ფიგურა „ამშვენებს“, რომელსაც მრისხანე გამომეტყველება აქვს... სახლზე კიდევ რამდენიმე პატარა უცნაური არსების თავია გამოსახული.
ამ სახლის ერთ-ერთი იდუმალი ადგილი სხვენია, სადაც გადმოცემით, მრავალი წლის წინ, სომეხ გოგონას თავი ჩამოუხრჩვია. ლეგენდის თანახმად, სახლი XIX საუკუნეში, კერძოდ, 1888 წელს, სომეხმა ვაჭარმა იმ დროისთვის საკმაოდ ცნობილ არქიტექტორს, ალექსანდრე შიმკევიჩს ააშენებინა. შიმკევიჩსვე ეკუთვნის თბილისის ყველაზე ლამაზი შენობები: ისლამური სახლი (1885 წ.), კავკასიის აბრეშუმის სახლი (1892 წ.), საქართველოს უზენაესი სასამართლო (1894 წ.), კონსერვატორია (1904 წ.), ანდრიოლეტის სახლი (1901 წ.), ფუნიკულიორის შენობა (არქიტექტორ ბლუშემთან ერთად; 1905 წ.)... ბათუმის გიმნაზია (1897 წ.).
შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრიც, არქიტექტორ ტატიშჩევთან ერთად, შიმკევიჩის ნახელავია.
შიმკევიჩი მასშტაბურ პროექტებზე მუშაობდა და არა - კერძო სახლებზე. საინტერესოა, სომეხ ვაჭარს, რომელიც შესაძლოა, სატანიზმის მიმდევარი იყო, ზემოხსენებული სახლის აშენებაზე რატომ დასთანხმდა? გოგონა, რომელმაც სხვენზე თავი ჩამოიხრჩო, ერთი ვერსიით, ვაჭრის ცოლი იყო, მეორე ვერსიით კი, - ქალიშვილი.
სახლს სარდაფი და საიდუმლო გვირაბიც აქვს, რომელსაც სარიტუალო დარბაზში მივყავართ. ზოგი ამბობს, რომ სახლს მთლიანად ეშმაკის ფორმა აქვს, რომლის ფეხებიც სარდაფია, თავი კი - სხვენი. სახლში ბუხრის მსგავსი „ნივთია“, რომელზედაც ბავშვის ფიგურაა გამოსახული. გავრცელებული ვერსიით, სწორედ ეს უნდა იყოს საიდუმლო გვირაბში ჩასასვლელი კარი.
ამბობენ, რომ ამ სახლის ისტორიით ერთი ჟურნალისტი დაინტერესდა, რომელიც უკვალოდ გაქრა. იმასაც ამბობენ, რომ „ეშმაკის სახლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სატელეფონო კავშირი წყდება, ითიშება ვიდეო და აუდიო აპარატურა...
თეოლოგი, დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი ამბობს, რომ „საყოველთაოდაა ცნობილი, რომ თბილისში, გარკვეული სახლები, ერთმანეთთანაა დაკავშირებული და ამ კავშირში შეიძლება, ე.წ. პენტოგრამაცაა. ეს შენობები ქრისტიანული არაა, თუმცა ეკლესიას გადაჭრით არ შეუძლია, თქვას, თბილისში პენტოგრამა მართლა არსებობს თუ არა, მაგრამ ეკლესია, რა თქმა უნდა, არ უარყოფს, რომ თბილისში გარკვეული სატანური დაჯგუფებები არსებობდა და დღემდე არსებობს, სადაც გარკვეული ძალები შავბნელ მსახურებას ეწეოდნენ...
თუ ადამიანი ისეთ სახლში ცხოვრობს, რომელიც მაგიურია და ჯადოქრული მიზნით შეიქმნა, მასზე, რა თქმა უნდა, გარკვეული ნეგატიური ზეგავლენა მოხდება, მაგრამ თუ ადამიანი მართლმადიდებელია, ეკლესიურად ცხოვრობს და სახლიც ორგზისაა ნაკურთხი, შეუძლებელია, ყველაფერმა ამან მასზე ზეგავლენა მოახდინოს“.