დედამ მამა მის თვალწინ მოკლა - ცნობილების დაუჯერებელი საიდუმლოებები, რომლებიც შოკში ჩაგაგდებთ

ძალადობა

როგორც წესი, ბოლოს ყველა საიდუმლო მჟღავნდება. ამ სტატიის გმირები ალბათ ბევრს გაიღებდნენ იმისათვის, რომ მათი საშინელი ისტორიები არავის არასდროს გაეგო. ყველა ჩვენგანს აქვს რაღაც დაფარული ინფორმაცია. როგორც აღმოჩნდა, ვარსკვლავებს უფრო მეტი აქვთ.

"სასოწარკვეთილი დიასახლისების" ვარსკვლავი ტერი ჰეტჩერი 24 წელი სულისშემძვრელ საიდუმლოს მალავდა.  2002 წელს წარდგა ბიძამისი, რიჩარდ სტოუნი სასამართლოს წინაშე, სექსუალური შევიწროების რამდენიმე ფაქტის გამო.
მსახიობის თქმით, ბიძამ 5 წლის ასაკში გააუპატიურა. ბავშვს ეშინოდა და ინფორმაცია მშობლებისთვისაც კი არ უთქვამს. რიჩარდი დამნაშავედ სცნეს და 14 წელი მიუსაჯეს. 2008 წელს ციხეში, სიმსივნით გარდაიცვალა.

***
შარლიზ ტერონის საიდუმლო: მსახიობის დედამ მამა მის თვალწინ მოკლა. წლების განმავლობაში, შარლიზი ინტერვიუებში ამბობდა, რომ მამამისი ავტოკატასტროფით დაიღუპა... ოსკაროსანი მსახიობის ბავშვობა სულაც არ ყოფილა მშვიდი და ბედნიერი. ოჯახური სკანდალი, ალკოჰოლზე დამოკიდებული ტირანი მამა და ჩაგრული დედა - ეს იყო პატარა გოგოს რეალობა.  მსახიობის მამა ხშირად მიდიოდა სახლში ნასვამი, არა მარტო მუშტით სცემდა ცოლს, არამედ იარაღიც ჰქონდა და მოკვლით ემუქრებოდა ყველას... ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს შარლიზ ტერონის დედამ თოფის წართმევა შეძლო, საკუთარი თავისა და ქალიშვილის გამო...


***

ჯეკ ნიკოლსონი მამის გარეშე, დედამ და უფროსმა დამ გაზარდეს. ალბათ, წარმოგიდგენიათ, რა შოკისმომგვრელი იქნებოდა მისთვის იმ ფაქტის გაგება, რომ უფროსი და სინამდვილეში დედამისი იყო, ხოლო ქალი, რომელსაც დედად თვლიდა, სინამდვილეში, ბებია აღმოჩნდა. სკანდალური ინფორმაცია 1976 წელს ჟურნალმა "Time" აღმოაჩინა. გამოცემის თქმით, ჯეკის დედა ღამის კლუბში სტრიპტიზიორი იყო. ძალიან პატარა ასაკში დაორსულდა და იმის შიშით, რომ ბავშვის აღზრდისთვის მზად არ იყო, შვილი ბებიას მისცა. ჯეკ ნიკოლსონმა 37 წლამდე არ იცოდა სიმართლე, ვიდრე პრესაში ინფორმაცია არ ნახა. ჟურნალში მსახიობის "პოტენციურ მამებსაც" განიხილავდნენ. მალევე ორი მამაკაცი დაუკავშირდა და უთხრეს, რომ შესაძლოა ისინი ყოფილიყვნენ მისი ბიოლოგიური მშობლები, თუმცა ნიკოლსონმა დნმ-ის ტესტის გაკეთებაზე მკაცრი უარი განაცხადა და ყველას სთხოვა, მარტო დაეტოვებინათ.

 

წყარო: mshoblebi.ge

სხვა სიახლეები