1737489630
"ჩაიხუტე ღვთისმშობლის ხატი, როგორც დედა, მოუყევი შენი ტკივილი და მწუხარება, დაასველე ის შენი ცრემლებით და მიიღებ მუდმივ ნუგეშს" - წმინდა იოსებ ისიქასტი
მეოცე საუკუნის დასაწყისში ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ბერი იოსებ ისიქასტი ცნობილია თავისი სწავლებებით. ის, რასაც წმინდა მამა დედაღვთისმშობელზე ამბობს, გულგრილს ვერ დაგტოვებთ.
წმინდა იოსებ ისიქასტი: ჩვენი ღვთისმშობელი არის მოწყალების დედა, სახიერების წყარო; მისი მადლი ყველაფერს სწვდება: გააღებ თუ არა პირს, რომ მოუხმო, მაშინვე მოდის, როგორც ნამდვილი დედა. ასე რომ, ნუ ყოყმანობ, ყოველ წამს მოუხმე მას და შენი მწუხარების უსასყიდლო შემწესა და მკურნალს იპოვი.
ვერ აღგიწერთ, თუ როგორ უყვარს ღვთისმშობელს უბიწოება და სიწმინდე. იმის გამო, რომ იგი თავადაა მხოლო წმინდა ქალწული, მას ჩვენც ასეთნი ვუყვარვართ და სურს, რომ ასეთნი ვიყოთ.
ჩაიხუტე ღვთისმშობლის ხატი როგორც ცოცხალი, როგორც ეხუტებოდი დედას, როცა პატარა იყავი. მოუყევი მას შენი ტკივილი და მწუხარება და დაასველე ის შენი ცრემლებით და მიიღებ მუდმივ ნუგეშს. ღვთისმშობელი კაცობრიობის უდიდესი მფარველია და შეუძლებელია ადამიანი ლოცულობდეს მის მიმართ და არ აღმოაჩინოს ის თავის ცხოვრებაში.