ბავშვი, რომელიც აბორტის შედეგად დაიბადა - უიშვიათესი შემთხვევა მედიცინაში

ჩვილი

ირლანდიაში, დუბლინის ერთ-ერთ კლინიკაში მომხდარი შემთხვევა ექიმებისთვის ნამდვილ სენსაციად იქცა.

31 წლის ქალს მედიკოსებმა შეწყვეტილი ორსულობის დიაგნოზი დაუსვეს და ნაყოფის გარდაცვალება ხუთგზის გადამოწმების შემდეგ დაადასტურეს. პაციენტს დაუნიშნეს ორი პრეპარატი, რომლებიც ე.წ. მედიკამენტოზური აბორტისთვის გამოიყენება და საშვილოსნოს მკვდარი ნაყოფისგან გათავისუფლებას უზრუნველყოფს.

პრეპარატებმა შესაბამისი რეაქცია გამოიწვია. მოგვიანებით ქალმა ორსულობის ტესტი ხელახლა ჩაიტარა, რომელმაც დადებითი პასუხი აჩვენა. ეს ნიშნავდა, რომ საშვილოსნოში შესაძლოა ნაყოფის ნარჩენები დარჩენილიყო და საჭირო გამხდარიყო ქირურგიული ჩარევა — ე.წ. „გამოფხეკა“.

საბედნიეროდ, პროცედურამდე ჩატარებულმა ულტრასონოგრაფიულმა კვლევამ მოულოდნელი შედეგი აჩვენა — ექიმებმა საშვილოსნოში ცოცხალი ნაყოფი აღმოაჩინეს. აღმოჩნდა, რომ ქალი ტყუპზე იყო ორსულად და თავდაპირველი კვლევისას მეორე ნაყოფი შეუმჩნეველი დარჩა.

მიუხედავად იმისა, რომ გამოყენებულ პრეპარატებს მაღალი, დაახლოებით 97%-იანი ეფექტურობა ახასიათებთ და იშვიათ შემთხვევებში გადარჩენილ ნაყოფს ჯანმრთელობის პრობლემები აღენიშნება, დაბადებული გოგონა სრულიად ჯანმრთელი აღმოჩნდა. ექიმებმა მომხდარს გამონაკლისი და უჩვეულო შემთხვევა უწოდეს.

დღეს მიშელი სამი შვილის დედაა და ამბობს, რომ ბავშვის გულისცემის პირველად მოსმენის მომენტს ვერასდროს დაივიწყებს.