გადაწყვეტილება მიღებულია! - ევროპაში მოგზაურობის წესები შეიცვალა
1752054234
1960 წლის 4 ივნისს, 4 თინეიჯერი - ნილს გუსტაფსონი, სეპო ბოიზმანი და მათი შეყვარებულები, მაილა და ანია ფინეთის დედაქალაქ ჰელსკინკიდან მოშორებით, ბოდომის ტბაზე, კარვებით სალაშქროდ გაემგზავრნენ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მომდევნო დღეს, 5 ივნისს ტერიტორიასთან ახლოს მოსეირნე ბიჭებმა სისხლით დაფარული კარვები და ადამიანის ცხედრები აღმოაჩინეს.
მაილას ცხედარი კარვიდან ოდნავ მოშორებით ეგდო. ის წელს ქვემოთ შიშველი იყო, თავის ქალა ჩამსხვრეული ჰქონდა და მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა. ნილს ყბა და ყვრიმალის ძვლები ჰქონდა მოტეხილი, თუმცა ცოცხალი იყო. ბოიზმანისა და ანიას ცხედრებს ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აღენიშნებოდათ. მათი ტანსაცმელი და საფულეები დანაშაულის ადგილიდან ნახევარი კილომეტრის მოშორებით აღმოაჩინეს. თუმცა, მკვლელობის იარაღს ვერსად მიაგნეს.
ფინეთის ეროვნული მაუწყებლის მიერ 2005 წელს მომზადებული რეპორტაჟის თანახმად, დანაშაულის ადგილზე ნივთმტკიცებულებების აღმოჩენა ძალიან რთული იყო - რადგან პოლიციის მისვლამდე იქ ადგილობრივები და ჟურნალისტები თავისუფლად დადიოდნენ. ერთ-ერთი თვითმხილველი ირწმუნებოდა, რომ ქერა თმიანი მამაკაცი დაინახა, რომელმაც დანაშაულის ადგილი დილის 6 საათზე დატოვა.
საქმე 4 წლის განმავლობაში დახურული იყო. მანამდე, სანამ თავდასხმას გადარჩენილი ერთადერთი მსხვერპლი, ნილს გუსტაფსონი პოლიციამ არ დააკავა.
გამომძიებლებმა ხელახლა შეისწავლეს სისხლის კვალი, რომელიც ნილსის ფეხსაცმელსა და კარავზე აღმოაჩინეს. ისინი ეჭვობდნენ, რომ მეგობრები სწორედ ნილმა დახოცა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილზე დაბრუნდა და თავი მსხვერპლად გაასაღა. დაზიანებები კი განზრახ მიიყენა. პოლიციის ინფორმაციით, ნილსმა შეყვარებულზე იეჭვიანა, შემდეგ კი ბრაზი სხვებზეც გადაიტანა. თუმცა, დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ ნილსი ამდენი ადამიანისთვის ასეთი ჭრილობების მიყენებას ვერ შეძლებდა. მათივე თქმით, შემთხვევის ადგილზე კიდევ ერთი ადამიანი იმყოფებოდა.
სასამართლომ ნილსის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებები საკმარისად არ მიიჩნია და ის გაამართლა. მორალური ზიანის მიყენებისთვის, მას კომპენსაციის სახით, 44 900 ევრო გადაუხადეს.
ეჭვმიტანილად მიიჩნევდნენ მაღაზიის მფლობელს, რომელიც მოლაშქრეებს ვერ იტანდა. ასევე, გერმანელ ჯარისკაცს, რომელიც საავადმყოფოში დასისხლიანებული ტანსაცმლით მივიდა. თუმცა, ბრალი არცერთი მათგანისთვის არ მიუყენებიათ.
ამ ამბავზე არაერთი ფილმი გადაიღეს - დაიწერა წიგნებიც. თუმცა, ბოდომის ტბაზე მომხდარი დანაშაული დღემდე გაუხსნელია.