ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის - რა ელის კაცობრიობას
1752103172
MLS-ში რეგულარული სეზონი გაგრძელდა. „ინტერ მაიამიმ“ სტუმრად 2:1 დაამარცხა „ნიუ-ინგლენდ რევოლუშენი“.
ფლორიდულ კლუბში ორივე გოლი ლიონელ მესიმ გაიტანა. ამით არგენტინელმა უნიკალური რეკორდი დაამყარა – MLS-ის ზედიზედ მეოთხე მატჩში შეასრულა დუბლი, რაც ამ ლიგის ისტორიაში პირველად მოხდა. მანამდე 38 წლის მესიმ ორ-ორი გოლი გაიტანა „მონრეალ იმპექტთან“ (4:1, 4:2) და „კოლამბუს ქრიუსთან“ (5:1).
სულ მესის შედეგიანი სერია ხუთ მატჩამდე ავიდა. ახლა არგენტინელს რეგულარულ სეზონში 14 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავაში მხოლოდ „ნეშვილის“ ფორვარდს სემ სერიჯს (16 გოლი) ჩამორჩება.