საშვილოსნოს ყელის კიბოს 7 „შენიღბული“ სიმპტომი, რომლებსაც ქალთა უმრავლესობა ყურადღებას არ აქცევს
1754421228
ამარჯიტ ძადა 1998 წელს ინდოეთის შტატ ბიჰარში, ღარიბ სოფელ მუშახარში დაიბადა. ოჯახის ცხოვრების პირობები უკიდურესად გაჭირვებული იყო — მათ არ ჰქონდათ არც განათება, არც სუფთა წყალი. ბავშვი იზრდებოდა იზოლაციაში, ზოგჯერ – ფიზიკური ძალადობის ფონზეც. როგორც მოგვიანებით ითქვა, ამარჯიტი ბავშვობიდანვე უჩვეულოდ ჩუმი, მაგრამ აგრესიული ხასიათით გამოირჩეოდა.
მხოლოდ 7 წლის იყო, როცა 6 თვის ბიძაშვილი, ოჯახის ახლობელი ჩვილი, მინდორში წაიყვანა და იქ ჩუმად მოკლა. გამოძიების თანახმად, მან ბავშვს თავში რამდენჯერმე ჩაარტყა აგური, შემდეგ კი სხეული იმავე ადგილას დამალა. ოჯახის წევრებმა ეს შემთხვევა ადგილობრივად გადაფარეს და პოლიციას არ მიმართეს.
დამალული პირველი დანაშაულის შემდეგ, იმავე წლის ბოლოს, ამჯერად ამარჯიტმა 8 თვის საკუთარი და დაახრჩო. დედამ ბავშვის დაკარგვა მალევე შენიშნა, თუმცა, როგორც მაშინ ითქვა, თავად ამარჯიტმა სიმშვიდით უპასუხა:„ისევე მოვკალი, როგორც პირველი“. ოჯახმა კვლავ აირჩია დუმილი — მკვლელობა დაფარეს...
2007 წლის მაისში, სოფელში მცხოვრებმა ქალმა თავისი ექვსი თვის გოგონა, დროებით, სკოლის ეზოში დატოვა, მაგრამ დაბრუნებისას ბავშვი აღარ დახვდა.
ადგილობრივები საგონებელში ჩავარდნენ. წარსულში მომხდარი მსგავსი შემთხვევები გაიხსენეს და ამარჯიტს დაუკავშირეს, რადგან წინა ორი შემთხვევის დროს შემთხვევის ადგილთან ახლოს სწორედ ამარჯიტი იყო. გაუჩინარებული გოგოს ოჯახმა პოლიციას აცნობა.
დაკითხვისას, პოლიციამ შეამჩნია, რომ ბავშვი უკიდურესად მშვიდი იყო. მან დეტალურად აღწერა როგორ გაიტაცა ბავშვი, სად წაიყვანა, როგორ დაარტყა აგურით და შემდეგ სად დამალა ცხედარი. ამ ყველაფერს თან ახლდა უცნაური ღიმილი და სიმშვიდე.
ამარჯიტი ბავშვთა ფსიქოლოგებმა შეაფასეს როგორც ემპათიისგან სრულიად დაცლილი. მას დაუდგინდა ქცევის აშლილობა.
ინდოეთის კანონი არასრულწლოვანთა მიმართ არ ითვალისწინებს ხანგრძლივ თავისუფლების აღკვეთას. ამარჯიტ ძადა 8 წლის ასაკში მხოლოდ ბავშვთა იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც 2016 წლამდე — მისი სრულწლოვანებამდე იმყოფებოდა.
ცნობების თანახმად, გათავისუფლების შემდეგ მას მიენიჭა ახალი სახელი და იდენტობა, თუმცა მისი შემდგომი ბედი ოფიციალურად უცნობია. არსებობს ვარაუდი, რომ ინდოეთის რომელიმე შტატში ის ჩვეულებრივ ცხოვრობს, წარსულში „დატოვებული“ წარსულით.