„2 წლის ბავშვი მიწაზე დააწვინა და ცეცხლი წაუკიდა...“ - კაცს, რომელსაც სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, ციხეში გარდაიცვალა

შონის საქმე

არიზონელი შონ რაიან გრელის მიერ შვილის მიმართ გამოვლენილმა სისასტიკემ მსოფლიო შეძრა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 1999 წლის დეკემბერში შონმა 2 წლის ქალიშვილი  ბაღიდან გამოიყვანა. მისი თქმით, უნდოდა, გოგონასთვის საახალწლო განათებები ეჩვენებინა. თუმცა, სინამდვილეში, ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. შონი მაღაზიაში წავიდა და ბენზინის ბალონი და ცოტა ბენზინი შეიძინა. შემდეგ მოშორებულ ადგილად გაემგზავრა, 2 წლის ბავშვი მიწაზე დააწვინა და ცეცხლი წაუკიდა.

პოლიციის განცხადებით, არასრულწლოვანი ცეცხლისგან თავის დახსნას უშედეგოდ ცდილობდა.

შონს სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. უცხოური მედიის ცნობით, ცოტა ხნის წინ, ციხეში გარდაიცვალა.