ვანგას 5 პროგნოზი, რომელიც მან 2025 წლისთვის იწინასწარმეტყველა
1749934555
ცხრამეტი წლის ტარა კალიკოს გაუჩინარებამ მთელი მსოფლიო გააოგნა. საქმე დღემდე ბურუსითაა მოცული და 35 წლის შემდეგაც კი არავინ იცის, რა დაემართა გოგონა და ვინ არის დამნაშავე მის გაუჩინარებაში.
1988 წლის 20 სექტემბერს ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტის სტუდენტმა ტარა კალიკომ უთხრა დედას, რომ ველოსიპედით აპირებდა გასეირნებას შეერთებული შტატების პატარა ქალაქის გარეუბანში. ეს არის ბოლო ფაქტი, რომელიც ცნობილია გოგონას შესახებ. ოპერატიულმა ძიებამ შედეგი არ გამოიღო, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, იდუმალი მტკიცებულებები და უცნაური მინიშნებები მხოლოდ ართულებდა გამოძიების მსვლელობას.
ტარა ლი კალიკო დაიბადა 1969 წლის 28 თებერვალს ქალაქ ბელენში, რომელიც მდებარეობს ალბუკერკის მახლობლად, ნიუ-მექსიკოში. გოგონას ოჯახის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი - გამოძიების თანახმად, ტარა დედასთან პეტისთან, მამინაცვალ ჯონ დოელთან და ძმა კრისთან ერთად ცხოვრობდა და მათ შორის ურთიერთობა ძალიან სანდო და თბილი იყო.
1988 წლის 20 სექტემბერს ტარამ გაიღვიძა დილის რვა საათზე, ისაუზმა და ველოსიპედით მორიგი გასეირნებისთვის მოემზადა. დილის 9:30 საათზე გოგონამ დედას უთხრა, რომ ჩვეული მარშრუტის გავლას აპირებდა.
სახლის გასვლისას, ტარა კალიკომ დედას უთხრა შემდეგი სიტყვები: "თუ შუადღემდე არ დავბრუნდები, მომძებნე".
იმ მომენტში, ალბათ, არც ტარას და არც დედამისს არ უფიქრიათ, რამდენად წინასწარმეტყველური იქნებოდა გოგონას ეს სიტყვები. გოგონა მშვიდად წავიდა ველოსიპედით სასეირნოდ, იმ იმედით, რომ 12:00 საათზე შეხვედროდა შეყვარებულს და ითამაშებდა ჩოგბურთს.
შუადღის შემდეგ, დედა შვილის ძებნა დაიწყო, თუმცა მის კვალს ვერსად მიაგნო. სახლში დაბრუნებული დაუკავშირდა პოლიციას და რამდენიმე საათში ბელენში დაიწყო ტარა ლი კალიკოს გაუჩინარების საქმის სრულმასშტაბიანი გამოძიება.
პოლიციამ ვერც ტარა და ვერც მისი ველოსიპედი იპოვა, მაგრამ დეტექტივებმა მაინც შეძლეს რამდენიმე მოწმის პოვნა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ დაინახეს, როგორ აედევნა ტარას ფორდის მარკის თეთრი პიკაპი. თვითმხილველების თქმით, მანქანა გოგონას უკან დიდხანს მიჰყვებოდა, თუმცა, უცნობია, მანქანის მძღოლი მონაწილეობდა თუ არა კალიკოს გაუჩინარებაში.
რამდენიმე დღის შემდეგ, საძიებო ზონა გაფართოვდა და დეტექტივებმა იპოვეს ახალი მტკიცებულებები, სახლიდან დაახლოებით ოთხი კილომეტრის დაშორებით, იპოვეს კასეტა, რომელიც გოგონამ წაიღო იმ დღეს, და კიდევ ოცდაათი კილომეტრის დაშორებით, პლეერის ნამსხვრევები. ახლობლების თქმით, ტარამ განზრახ გადაყარა ნივთები ორ განსხვავებულ ადგილას, რათა ეჩვენებინა მიმართულება, რომლითაც წაიყვანეს კრიმინალები, თუმცა ეს პოლიციას ვერ დაეხმარა გამტაცებლების პოვნაში.
მომდევნო თვეებში, პოლიციის დეპარტამენტს რეგულარულად უკავშირდებოდნენ მოქალაქეები, რომლებიც ამბობდნენ, რომ, სავარაუდოდ, ხედავდნენ ტარას შეერთებული შტატების სხვადასხვა კუთხეში, თუმცა, რეალურად, გოგონას კვალს ვერსად მიაკვლიეს. ყველაფერი შეიცვალა 1989 წლის ივნისში – მაშინ ფლორიდის პოლიციამ მიიღო შეტყობინება, რომ პორტ-სენტ ჯოს ერთ-ერთ სანაპიროზე ნახეს ტარა კალიკოს მსგავსი გოგონა, რომელიც მამაკაცების ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა. თვითმხილველების თქმით, გატაცების სავარაუდო მსხვერპლი ძალიან უცნაურად იქცეოდა,აშკარა იყო, რომ ის იქ იყო მისი ნების საწინააღმდეგოდ და ემორჩილებოდა მის გვერდით მყოფი კაცების ბრძანებებს. დეტექტივები მაშინვე მივიდნენ შეტყობინებაში მითითებულ ადგილას, მაგრამ ტარა ვერ იპოვეს, თუმცა, ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ, აღმოაჩინეს ფოტო, რომელიც პალაროიდის კამერით იყო გადაღებული და მასზე ნაჩვენები იყო გოგონა, რომელსაც პირი ჰქონდა აკრული ლენტით, ხელები კი შეკრული , ფოტოზე იყო პატარა ბიჭიც (რომელიც ასევე შეკრული იყო). გოგონას გვერდით კი იდო წიგნი, ტარას საყვარელი ნაწარმოები იყო.
ტარას დედა ამტკიცებდა, რომ ფოტოზე აღბეჭდილი გოგონა მისი შვილი იყო, თუმცა FBI-ს ექსპერტები ფიქრობდნენ , რომ სურათზე დაკარგული გოგონა არ იყო დაფიქსირებული. გარდა ამისა, იდუმალ ფოტოზე გამოსახული მეორე პიროვნების ვინაობა აჩენდა კითხვებს. თავიდან დეტექტივებმა ჩათვალეს, რომ ფოტოზე აღბეჭდილი ბიჭი გაუჩინარებული მაიკლ ჰენლიში იყო, მაგრამ, მოგვიანებით, მისი ცხედარი გაუჩინარების ადგილთან იპოვეს და ეს ვერსიაც არარეალურად ჩაითვალა.
თუმცა, ამბავი ამით არ დასრულებულა – რამდენიმე თვის შემდეგ, კალიფორნიაში აღმოაჩინეს მსგავსი ფოტო, ასევე პალაროიდის კამერით გადაღებული, რომელზედაც იგივე გოგონა იყო გადაღებული. ტარას დედამ ისევ ამოიცნო მასში ქალიშვილი, მაგრამ ექსპერტები არ ამ შემთხვევაში დაეთანხმნენ - მათი მტკიცებით, სურათზე გამოსახული გოგონა, დაახლოებით, 15 წლის იყო, ტარა კალიკო კი ამ დროს უკვე ოცი წლის უნდა ყოფილიყო.
ამ რთულ საქმეში ბოლო აკორდი იყო მესამე ფოტო, რომელიც დეტექტივებმა აღმოაჩინეს აშშ-ს ერთ-ერთ რკინიგზის სადგურზე - მასზე აღბეჭდილი იყო ტარას მსგავსია ახლგაზრდა გოგონა, მუქი სათვალეებითა და ქუდით, რომელიც მაგიდასთან იჯდა ზრდასრულთა კომპანიაში. სურათის დანახვისას, დედამ, პეტი დოელმა ცალსახად ვერ უპასუხა, იყო თუ არა ეს მისი ქალიშვილი.
მთელი იმ დროის განმავლობაში, როცა ტარა კალიკო უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, არსებობს ვერსიები მომხდარის შესახებ: ვიღაცას სჯერა, რომ გოგონას მოზარდები დაეჯახნენ, რომლებიც მთვრალ მდგომარეობაში მართავდნენ მანქანას, შემდეგ კი მისი ცხედარი დამარხეს. სხვები თვლიდნენ, რომ ტარა თავად გაიქცა სახლიდან შეყვარებულთან ერთად, თუმცა, ყველაზე პოპულარული ვერსიით, გოგონა გაიტაცეს და სექსუალურ მონობაში გაყიდეს და ამის დასტურად მოჰყავთ აშშ-ს სხვადასხვა კუთხეში ნაპოვნი სურათები.
გარდა ამისა, 35 წლის განმავლობაში, არაერთხელ მომზადდა ჟურნალისტების ტარას გაუჩინარების საქმეზე ფილმები და გადაცემები.
ტარა კალიკოს გაუჩინარების საქმე დღემდე ღიაა, გოგონას ნათესავები არ კარგავენ მისი ცოცხალი პოვნის იმედს, და დღემდე უპასუხოდაა კითხვა რა მოხდა სინამდვილეში 1988 წლის 20 სექტემბერს.
ასევე დაგაინტერესებთ: