16 წლის გოგონების ცხედრები ერთმანეთის სიახლოვეს იპოვეს, მათ სექსუალური ძალადობის კვალი აღენიშნებოდათ - სერიული მკვლელის ვინაობა პოლიციამ 30 წლის შემდეგ დაადგინა

მკვლელობა

1973 წლის სექტემბერში 16 წლის ჯერალდინა ჰიუჯისა და პაულინ ფლოიდის ცხედრები ერთმანეთის სიახლოვეს იპოვეს. როგორც ამბობდნენ, გოგონები სიკვდილამდე ღამის კლუბ Top Rank-ს სტუმრობდნენ. გამოკვლევამ აჩვენა, რომ მათზე სიკვდილამდე სექსუალურად იძალადეს. 

უცხოური მედიის ცნობით, საქმეზე 150-მდე გამომძიებელი მუშაობდა. თუმცა, ის მხოლოდ 30 წლის შემდეგ გახსნეს, როდესაც დნმ-ის ტესტი შემოიღეს. 

სერიული მკვლელი,  ჯო კაპენი მეტსახელად „შაბათი საღამოს დამხრჩობი" მსხვერპლებს, შაბათ საღამოს, ღამის კლუბის გარეთ ელოდებოდა, აუპატიურებდა, შემდეგ კი კლავდა.

არაერთი დანაშაულის მიუხედავად, პოლიციამ ჯო კაპენს სიცოცხლეში ვერაფრით მიაგნო. მართალია, პოლიციამ მასზე ეჭვი მკვლელობის დღესვე აიღო, თუმცა კაპენის მეუღლემ ოფიცრებს განუცხადა, რომ შემთხვევის დროს კაპენი მასთან ერთად იმყოფებოდა. 

როდესაც დნმ-ის ტესტი შემოიღეს,  საქმე კიდევ ერთხელ გაიხსნა - პოლიციამ მისი ცხედარი ამოთხარა და დნმ-ის ნიმუშები აიღო, რომელიც შემდეგ მსხვერპლების სხეულში აღმოჩენილ ნიმუშებს შეადარეს. ისინი ერთმანეთს დაემთხვა.