ზოდიაქოს ის ნიშნები, რომლებსაც 2023 წლის სექტემბრის ბოლომდე მნიშვნელოვანი სიურპრიზი და გამართლება ელით

ჰოროსკოპი

2023 წლის შემოდგომის პირველი თვის ნახევარი უკვე გავიარეთ. შესაძლოა, ამ პერიოდის განმავლობაში ბევრი ადამიანის ცხოვრებაში სხვადასხვა სიახლე და ტრანსფორმაცია მოხდა. ვიღაცამ უკვე მიაღწია დასახულ მიზნებს, ვიღაც კი ჯერ კიდევ განხორციელების პროცესშია. ასტროლოგები ასახელებენ ზოდიაქოს 3 ნიშანს, რომლებიც 2023 წლის სექტემბრის ბოლომდე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევენ და დიდი გამართლებაც ელით:

ვერძი

ვერძები ახლა იმაზე მეტ ინტუიციას გრძნობენ, ვიდრე სხვა დროს. ასტროლოგების თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, თქვენს შინაგან ხმას მიჰყვეთ. ის წარმატებამდე აუცილებლად მიგიყვანთ. შესაძლოა, თქვენ მიერ წამოწყებულმა საქმემ გაამართლოს, უფრო მეტი მოგება და წარმატება მოგიტანოთ, მნიშვნელოვანი ადამიანებისაგან მხარდაჭერა იგრძნოთ და მოტივაცია მოგემატოთ. ასევე, მიხვდებით, რომ თქვენს ცხოვრებაში დიდი ცვლილებების დროა. შეიძლება, სრულიად მოულოდნელად გადაწყვიტოთ, სიყვარულში გამოუტყდეთ იმას, ვინც დიდი ხანია, მოგწონთ, მაგრამ თქმას ვერ ბედავდით, ან კიდევ სამსახურის შეცვლაზე და ახალ მიმართულებაზე იფიქროთ. სექტემბრის ბოლომდე საკმაოდ წარმატებული პერიოდი გაქვთ და ეს დრო მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის გამოიყენეთ.

მორიელი 

სექტემბრის ბოლო კვირები მორიელისთვის ნამდვილად მოულოდნელი და საკმაოდ იღბლიანი იქნება. შესაძლოა, კარიერული ცვლილებები გქონდეთ და საოცნებო სამსახური შემოგთავაზონ, ან არსებულში გაიუმჯობესოთ პოზიცია, დაწინაურდეთ და ხელფასი მოგემატოთ. დიდ შემართებასა და მოტივაციას იგრძნობთ. ყველაფერი იმაზე მარტივად გამოგივათ, ვიდრე ეს ადრე ხდებოდა. ახლა გაქვთ შანსი, მივიწყებული ჰობი, საყვარელი საქმეები გაიხსენოთ და თქვენი შესაძლებლობების შესახებ ყველას აჩვენოთ. მოემზადეთ კარგი ამბებისთვის, წინ წარმატებული და იღბლიანი პერიოდი გელით.

მერწყული

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელს ყველაზე მეტი ცვლილება სასიყვარულო სფეროში ელის. შესაძლოა, სრულიად დაუგეგმავად გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებას სასიამოვნოდ შეცვლის და ბევრ ბედნიერ დღეს მოგიტანთ, ან კიდევ ყოფილ პარტნიორთან დაშორების საკითხი კიდევ ერთხელ განიხილოთ და საბოლოოდ გათავისუფლდეთ ტოქსიკური ურთიერთობისაგან. მიმდინარე კვირების განმავლობაში უფრო მეტ სიმშვიდეს იგრძნობთ, თითქოს, გონებაში სრულად ლაგდება, რისი გაკეთება გსურთ სამომავლოდ და მზად ხართ, ახლავე გადადგათ პირველივე ნაბიჯები. სამყარო ყველა წამოწყებაში მხარს დაგიჭერთ და წარმატების მიღწევის გაცილებით დიდი შანსი გექნებათ.

 

ასევე ნახეთ:

„11 დღე იყო უგონოდ, მაგრამ ვგრძნობდი, ჩემი ხმა ესმოდა... - ბანერზე ნაპოვნი საბედისწერო სიყვარული, რომელსაც სიკვდილმა ვერაფერი დააკლო

ქართველი მხატვრის მოხატული ნატყვიარი კედლები უკრაინის ქუჩებიდან - შთამბეჭდავი ფოტოები

„საჭიროა სიფრთხილე...“ - მეტეოროლოგი მიმართვას ავრცელებს