ზოდიაქოს ეს ხუთი ნიშანი, ნამდვილ სიყვარულს 2022 წლის ბოლომდე შეხვდება

ჰოროსკოპი

ასტროლოგები ასახელებენ ზოდიაქოს იმ ნიშნებს, რომლებიც ნამდვილ სიყვარულს 2022 წლის ბოლომდე შეხვდებიან:

კურო

ასტროლოგები ამ ნიშნის წარმომადგენლებს ურჩევენ, რომ შეზღუდვებისგან გათავისუფლდნენ და არსებული რეალობა მიიღონ ისეთად, როგორიცაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, იმეგდაცრუება შეგხვდეთ. წარმატებული ურთიერთობის საიდუმლო იძულებით ურთიერთობაში კი არა, სიყვარულის მიღების სურვილშია. მიენდეთ ბედს და აუცილებლად გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში ადამიანი, რომელსაც გაუგებთ და შეგიყვარდებათ. ასტროლოგების თქმით, კუროს ნიშნის წარმომადგენლები ნამდვილ სიყვარულს წლის ბოლოსკენ შეხვდებიან.

ტყუპი

შესაძლოა მიმდინარე თვეებში სხვადასხვა გამოწვევა შეგხვდეთ საოჯახო საქმეებში, კომუნიკაციასა და ურთიერთობებში, თუმცა პირადი ცხოვრების თვალსაზრისით, ნამდვილად საინტერესო შემოდგომა გელით. ასტროლოგების თქმით, ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლები სიყვარულს სწორედ შემოდგომაზე შეხვდებიან. შესაძლოა, მოულოდნელად თქვენი ყოფილი შეყვარებული გამოჩნდეს ან კიდევ ახალ ადამიანს შეხვდეთ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ყურადღება ახალ ურთიერთობაზე გაამახვლოთ, ბედი აუცილებლად მიგიყვანთ სასურველ ადამიანთან.

ქალწული 

ასტროლოგების თქმით, ქალწულებისთვის თავბრუდამხვევი სიყვარული შემოდგომაზე დაიწყება და შესაძლოა, ზამთარში სერიოზულ გრძნობაში გადაიზარდოს. ურთიერთობაში, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში კრიზისშია, 2022 წელი შეიძლება გადამწყვეტი დრო აღმოჩნდეს. ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლები კი ნამდვილ სიყვარულს შემოდგომაზე შეხვდებიან. ეს შესაძლოა მოულოდნელი შეხვედრა იყოს იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად ელით. თქვენი ურთიერთობა კი უფრო სერიოზულ სახეს წლის ბოლოსკენ მიიღებს.

მშვილდოსანი

მარტოხელა მშვილდოსნებისთვის, რომლებიც ცვლილებებს ელიან, წლის ბოლოს რომანტიკულ საკითხებში პროგრესი იქნება. თუ თქვენი ურთიერთობა დიდი ხანია, გაჩერებულია და აუხსნელი კითხვები ჩიხში შევიდა, პროგრესის შესახებ საუბარი შემოდგომის დასაწყისში დაიწყება. დაიმახსოვრეთ, რომ ზოგიერთ რამეს დრო სჭირდება და ურთიერთობაში გარღვევისთვის ნოემბერ-დეკემბრამდე ლოდინი მოგიწევთ. ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლები კი იმ ადამიანს, რომელიც ნამდვილად შეუყვარდებათ, სწორედ შემოდგომის პერიოდში გაიცნობენ.

მერწყული

მარტოხელა მერწყულებს შემოდგომის პირველ ნახევარში შესაძლებლობა ექნებათ ახალი რომანი ან უბრალოდ ფლირტი დაიწყონ. უფრო სერიოზული გრძნობები, დაახლოებით, ნოემბერში გაჩნდება. დიდია ალბათობა იმისა, რომ ადამიანი, რომელსაც შემოდგომაზე შეხვდებით, არა მხოლოდ მორიგი თავგადასავალი იქნება, არამედ დიდხანს გაჩერდება თქვენს ცხოვრებაში. მუდმივ ურთიერთობაში, განსაკუთრებით მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ქორწინებებში, გრძნობები ზამთრის დასაწყისში განახლდება და თქვენს პარტნიორს კიდევ უფრო მეტად გაუახლოვდებით. შესაძლოა რომანტიკული მოგზაურობაც მოაწყოთ და დრო შესანიშნავად გაატაროთ.

წყარო: ბომონდი