ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებზეც 13 ნოემბრის ახალი მთვარე განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს

ახალი მთვარე

2023 წლის 13 ნოემბერს მორიელის ნიშანში ახალი მთვარეა. მორიელი, რომელსაც პლანეტა პლუტონი და მარსი მართავს, ყოველთვის ცვლილებებისა და ტრანსფორმაციისაკენ ისწრაფვის და ყალბ, არასანდო ურთიერთობებს ანადგურებს. ამიტომაც, მორიელის სეზონი ბევრი ადამიანისათვის მტკივნეული პროცესია, რადგანაც, ამ დროს, როგორც წესი, ძველი ციკლი აუცილებლად სრულდება და ურთიერთობებს განსხვავებული თვალით ვუყურებთ. ახალი მთვარე კი ამ პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. იგი მეტ-ნაკლებად ყველა ადამიანზე მოქმედებს, მაგრამ ასტროლოგებმა ზოდიაქოს 5 ნიშანი დაასახელეს, რომლებზეც 13 ნოემბრის ახალი მთვარე განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს:

მორიელი
ახალი მთვარის პერიოდში თქვენს ნიშანში არა მხოლოდ მზე, არამედ მთვარე და მარსი იქნება. ამიტომაც, ენერგიის ძლიერ მოზღვავებას იგრძნობთ. მნიშვნელოვანია, რომ ეს ენერგია დასახული მიზნებისა თუ გეგმების განხორციელებისაკენ მიმართოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომატებული შფოთვა და გაღიზიანება შეგაწუხებთ და შესაძლოა, კონფლიქტური სიტუაცია შექმნათ.

ნუ შეგეშინდებათ მომატებული ემოციურობის, ახლა ეს პერიოდი ბევრ საკითხზე დაგაფიქრებთ. პირველ რიგში კი, წარსულში დატოვებულ ადამიანებს, ურთიერთობებს კიდევ ერთხელ გადახედავთ და საბოლოოდ მიხვდებით, ვისთან ღირს კავშირის აღდგენა და ვის უნდა დაემშვიდობოთ სამუდამოდ. ეს ეხება ურთიერთობებსაც, საქმესაც - თქვენთვის სიცხადის პერიოდი იწყება და მოგიწევთ, საბოლოოდ დაფიქრდეთ იმაზე, რასაც დიდი ხანია, გაურბიხართ. 13 ნოემბერს ჩამოწერეთ თქვენი ახალი გეგმებისა და მიზნების შესახებ და დაფიქრდით, რისი გაკეთება შეგიძლიათ. შემდეგ კი გეგმას ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყევით.

ლომი
 
ახალი მთვარე ოჯახურ საკითხებსა და პირად ურთიერთობებზე დაგაფიქრებთ. შესაძლოა, აღმოაჩინოთ ფაქტები, რომლებიც სამომავლოდ გამოგადგებათ. დაფიქრდით, კომფორტულად ხართ იმ ადამიანებთან, რომლებთანაც ურთიერთობა გაქვთ? შესაძლოა, საკუთარ სურვილებს მუდმივად თრგუნავთ იმის გამო, რომ სხვებს ასიამოვნოთ, თავი კარგად აგრძნობინოთ. იქნებ, განახლების დრო დადგა? ახლა მოგიწევთ, თქვენს ღირებულებებს გადახედოთ.

შესაძლოა, მეგობარს, ახლობელს, კოლეგას, პარტნიორს სამუდამოდ დაემშვიდობოთ, რადგანაც აღმოაჩინოთ, რომ ისინი თქვენი კეთილგანწყობით ბოროტად სარგებლობენ და ზურგს უკან ცუდად ლაპარაკობენ. 13 ნოემბერს მომატებულ ენერგიასა და შფოთვას იგრძნობთ. ამიტომ, ასტროლოგების მთავარი რჩევაა, რომ შემოქმედებითი აქტივობებით დაკავდეთ და საყვარელი საქმე გააკეთოთ... წაიკითხეთ ვრცლად..

 

სხვა სიახლეები:

ამ მცენარეულ საკვებს, შეუძლია დაგიცვათ გულისა და ალცჰაიმერის დაავადებისგან - ახალი კვლევა

„არ მომწონს სანდროს წარსულთან ჩემი დაკავშირება“ - რას ამბობს ნინა ხუბუტია

კლავდა ქალებს, რომლებიც დედამისს ჰგავდნენ... - მანიაკი „ანგელოზის სახით“, რომელიც 8 ქალის მკვლელობისთვის გაასამართლეს