1746733863
ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც 12 დეკემბრის ახალი მთვარე ფინანსურ წარმატებას, გამართლებასა და იღბალს ჰპირდება

12 დეკემბერს მშვილდოსნის ნიშანში ახალი მთვარეა. აღსანიშნავია, რომ ახალი მთვარის ენერგიის გადამცემი, პლანეტა იუპიტერი, კუროს ნიშანშია და რეტროგრადულად მოძრაობს. აღნიშნული კომბინაცია კი ადამიანებს ფინანსური თვალსაზრისით, მნიშვნელოვან ცვლილებებს ჰპირდება. შესაძლოა, ძველ საქმეებს დაუბრუნდეთ და მოგება ნახოთ იმ საქმიდან, რომელზეც უკვე გჯეროდათ, რომ არაფერი გამოგივიდოდათ. ან კიდევ ხარჯები გაანაწილოთ სხვაგვარად, შემოსავლის დამატებითი წყაროები იპოვოთ...
ასტროლოგების თქმით, 12 დეკემბრის ახალი მთვარე ზოდიაქოს ამ 4 ნიშანს ფინანსურ წარმატებასა და განსაკუთრებულ იღბალს მოუტანს:
მორიელი
12 დეკემბრის ახალი მთვარე თქვენი ფინანსებისა და ფულის სექტორშია, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, დაიწყოთ ახალი საქმე, რომელიც ფინანსურ სარგებელსა და აღიარებას მოგიტანთ. დიდი შანსია, რომ დამატებითი ალტერნატივები მოიძიოთ და წარმატება ნახოთ. ასევე, თვის ბოლომდე შესაძლოა, სამსახურში ხელფასის მომატებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეიტყოთ.
ვერძი
12 დეკემბრის ახალი მთვარე თქვენი ფინანსებისა და თვითშეფასების სექტორში იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი შანსია, შრომა, თავდადება, მონდომება საბოლოოდ დაგიფასდეთ, აღიარება, ფინანსური ჯილდო, ბონუსები მიიღოთ. გარდა ამისა, შესაძლოა, თქვენი შესაძლებლობები და უნარები კიდევ უფრო მეტად შეამჩნიონ, დაწინაურება და ხელფასის მომატება შემოგთავაზონ. იანვრის დასაწყისიდან კი კარიერული განვითარების თვალსაზრისით, დიდი სიახლეები გექნებათ... ვრცლად
ასევე ნახეთ:
მზიანი დღეებია მოსალოდნელი, გრძელვადიანად - მეტეოროლოგი
VIDEO: სუნელებში საშიში ნივთიერებები ისევ იპოვეს - ქიმიური დანამატი, რომელიც კიბოს იწვევს