ვინ გადარია ეს ხალხი არ ვიცი, მაგრამ პანიკაშია ბევრი ჩავარდნილი... - რის შესახებ წერს ხათუნა ნოელი

ხათუნა ნოელი

ვინ გადარია ეს ხალხი, მეკითხებიან მეორედ მოსვლა როდის იქნებაო... - წერს ასტროლოგი ხათუნა ნოელი  და სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

„ვინ გადარია ეს ხალხი არ ვიცი, მაგრამ პანიკაშია ბევრი ჩავარდნილი. მეკითხებიან, მეორედ მოსვლა მართლა იქნებაო?? არავის შეუძლია იწინასწარმეტყველოს მეორედ მოსვლა, არც მკითხავს, არც მღვდელს, არც ნათელმხილველს და არც რა ვიცი ვის. ჩამარცვლით ვწერ: ა-რა-ვის!!რატომ? იმიტომ რომ ასე წერია სახარებაში!! წერია, რომ ეს დაფარულია, საიდუმლოა და რომ ამაზე ცოდნა არავის(!) ხელეწიფებაო.თავად იესოს როდესაც ჰკითხეს მისმა მოწაფეებმა, როდის იქნებაო, მან უთხრა, რომ ბევრი დაიწყებს მტკიცებას, რომ ჟამი ახლოსაა, მაგრამ სიცრუე იქნება ყოველივეო. რადგან მე, უფლის ძემაც კი არ ვიცი, როდის დადგება ეს დროო.ასე წერია ეს მათეს სახარებაში:'' მაგრამ ის დღე და ის საათი არავინ იცის: არც ციურმა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ.''(24:3. 36)ნუთუ ვინმეს საკუთარ თავზე უფრო მეტი წარმოდგენა უნდა ჰქონდეს, ვიდრე იესოზე?სჯობს ბიბლია და სახარება იკითხოთ, თუ მართლა მორწმუნენი ხართ და მოდით რა, კარგად გავიაზროთ, რა არის ეს მეორედ მოსვლა- უფალი უნდა მოვიდეს ხორციელად დედამიწაზე მეორედ და განა ეს ზეიმი არ უნდა იყოს მისადმი რწმენით აღვსილი სულებისათვის?მე მიყვარს ჩემი უფალი, ამიტომ არ მეშინია მისი მოსვლა, თუმცა ალბათ ვერც მოვესწრები. დაე, შიში და ძრწოლა ჰქონდეთ იმათ ვისაც ადამიანები უქცევიათ კერპებად.ჰო, კიდევ ერთმა ძალიან ჭკვიანმა - ათეისტებს ეშინიათ, მრევლს არაო, - მომწერა.მაგარი ლოგიკაა გეშინოდეს იმის, რისიც არ გჯერა და არ გწამს.  არა, ბატონო, ათეისტებს სწორედ რომ ჰკიდიათ მეორედ მოსვლა იქნება, თუ მესამედ, მათ ამის არ სწამთ.პანიკაში კი ზუსტადაც მრევლია, მით უფრო ისინი, ვისაც საკუთარი '' მამაო''ჰყავთ გაკერპებული.ვისაც უფლის სიყვარული აქვს იმას განკითხვის ჟამი ვერას დააკლებს.ბიბლუსის სლოგანი გახსოვთ?წაიკითხე წიგნები- უკეთესად იქნები! უკეთესადაც იქნებით და უკეთესიც იქნებით.“ - წერს ნოელი.