1732386875
„წინსვლა იმდენად სწრაფი იქნება, რომ თვითონაც გაგიკვირდებათ“ - ვის ელის პროფესიული წარმატება წელს
ძალიან მარტივია საკუთარი „წლის ციფრის“ გამოთვლა და 2024 წლის პირადი პროგნოზის გაგება. საჭიროა მხოლოდ დაბადების თარიღისა და მიმდინარე წლის დაჯამება ერთმნიშვნელოვან ციფრამდე.
მაგალითად, ის, ვინც 31 დეკემბერსაა დაბადებული, ყველა ციფრს შეკრებს (3+1+1+2+2+0+2+4=15, 1+5=6) და სწორედ საბოლოოდ მიღებულ ციფრს ანუ „ექვსიანს“ ჩათვლის საკუთარ სიმბოლოდ მომავალი წლისთვის.
ციფრი 1 – ლიდერობის, დამოუკიდებლობისა და თვითდამკვიდრების სურვილს განასახიერებს. „ერთიანის“ მფლობელებისთვის 2024 წელი ახალი იდეებისა და პროექტების, პერსპექტიული სამსახურისა და საკუთარი ბიზნესის დაწყების წელი იქნება.
ციფრი 2 – ჰარმონიას, თანამშრომლობასა და ბალანსს სიმბოლიზირებს. „ორიანის“ მფლობელები პარტნიორულ ურთიერთობას გააუმჯობესებენ, რადგან მომავალ წელს სწორედ თანამშრომლობა და კოლექტიური მუშაობა გახდება წარმატების მომტანი.
ციფრი 3 – თვითგამოხატვისა და შემოქმედების სიმბოლოა. „სამიანის“ მფლობელებმა მეტი ფანტაზია და შემოქმედებითი ნიჭი უნდა გამოავლინონ, რადგან მხოლოდ ასე შეძლებენ საქმიანობის ნებისმიერ სფეროში წარმატების მიღწევას.
ციფრი 4 – სტაბილურობას, შრომისმოყვარეობას და პასუხისმგებლობას განასახიერებს, ამიტომ „ოთხიანის“ მფლობელებისთვის მომავალი წელი შენებისა და ახლის შესაქმნელად მყარი საფუძვლის „ამოშენების“ წელი იქნება. მართალია, წინა წლებთან შედარებით ბევრად ინტენსიურად მოუწევთ მუშაობა, მაგრამ შრომა სრულად აუნაზღაურდებათ.
ციფრი 5 – თავისუფლებასთან, თავგადასავლებთან და ცვლილებებთან ასოცირდება. „ხუთიანის“ მფლობელებისთვის 2024 წელი ცვლილებებისა და განახლების, ახალი ნაცნობობისა და შთაბეჭდილებების მომტანი იქნება.
ციფრი 6 – მზრუველობას და მფარველობას სიმბოლიზირებს. „ექვსიანებისთვის“ პრიორიტეტული ჯანმრთელობა და მატერიალური კეთილდღეობა გახდება, თუმცა მეტი დროის დათმობა და ყურადღების გამოჩენა მოუწევთ ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ.
ციფრი 7 – წარსულის გააზრებას, ფაქტების გაანალიზებას და შეცდომების აღიარებას უკავშირდება, ამიტომ „შვიდიანისთვის“ 2024 წელი სულიერი ზრდისა და თვითშემეცნების წელი იქნება. სრულად
ასევე ნახეთ:
თამამად გამოხატეთ ემოციები, ოღონდ „ოქროს შუალედის“ დაცვა არ დაგავიწყდეთ – რას გვირჩევენ ვარსკვლავები
რომელი დღეები იქნება თებერვალში ყველაზე იღბლიანი და როდის გექნებათ შანსი წარმატებას მიაღწიოთ
რომელ ქვეყნებში აქვთ სექსი ყველაზე ხშირად? - ნახეთ, რეიტინგის სათავეში მყოფი Top-10 ქვეყანა
„40 ათასი დოლარი მქონდა თავმოყრილი...დასაჭერად ვერ გავიმეტე...” - თამთა კვარაცხელია