1735251690
სურვილის ჩაფიქრების რიტუალი, რომელიც ახალი წლის ღამეს უნდა შესრულდეს
ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა რამდენიმე რჩევა მისცა მოსახლეობას, თუ როგორი რიტუალებით უნდა შეხვდნენ დრაკონის წელს და როგორ ჩავიფიქროთ სურვილები.
"აიღეთ ორი ფერადი სანთელი, მწვანე, ყვითელი ან ნებისმიერი ფერის. ახალი წლის მოსვლამდე 15-20 წუთით ადრე დაანთეთ. პირველი სანთლით მადლობას ვუხდით წინა წელს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს წელი კარგი იყო თუ ცუდი. თუ ცუდი იყო, მან წაიღო კიდეც ეს ცუდი და ახლა კარგს მოგიტანთ. ამიტომ მადლობა გადაუხადეთ. მეორე სანთელს აუცილებლად ჩაუთქვით სურვილები. საახალწლო ღამე ჯადოსნური ენერგიების მქონე ღამეა, რის გამოც ამ დროს ჩაფიქრებული სურვილები მართლაც სრულდება.
მოგეხსენებათ, წყლის სტიქია ასაზრდოებს ხის სტიქიას - მომავალი წლის მთავარ სიმბოლოს. ამიტომ ჯამში წყალი ჩავასხათ და ესეც გვქონდეს მაგიდაზე. ავიღოთ რამე ხის ნაკეთობა, წყლიანი ჯამი და მათ შორის მოვათავსოთ სამი სიმბოლო: კატა, კურდღელი და დრაკონი. წინ ორლარიანი დავუდოთ. ან 2 ერთლარიანი და ჩაუთქვით სურვილები, რა გინდათ, რომ მომავალ წელს მოხდეს, მათ შორის, ფინანსური კუთხით. შეგიძლიათ, ორი სურვილი ჩაუთქვათ და ეს სიმბოლოები დილამდე ასე დატოვეთ.
დილით ლარიანები მაგიდიდან ავიღოთ, ჩავდოთ საფულეში და ნახევარი წლის განმავლობაში ვატაროთ. დაახლოებით ივნისისთვის გამოვიყენოთ. შეგიძლიათ სახლშიც შეინახოთ, მაგრამ წლის მეორე ნახევარში აუცილებლად უნდა გამოიყენოთ“ - ამბობს მიხეილ ცაგარელი.
ასევე ნახეთ:
კარგია, თუ ახალ უთოს შეიძენთ... - კიდევ რა უნდა გაითვალისწინოთ „დრაკონს“ რომ ასიამოვნოთ