კარგია, თუ ახალ უთოს შეიძენთ... - კიდევ რა უნდა გაითვალისწინოთ „დრაკონს“ რომ ასიამოვნოთ

უთო

ჩინური ახალი წელი 2024-ში აღნიშნავს დრაკონის წლის დასაწყისს, რომელიც 2024 წლის 10 თებერვლიდან 2025 წლის 28 იანვრამდე გაგრძელდება.

დრაკონი ჩინურ ასტროლოგიაში პატივსაცემი სიმბოლოა - ცნობილია თავისი ძალით, სიბრძნითა და წარმატებით. 

ფენ-შუის სპეციალისტი ეკა კვარაცხელია საუბრობს იმაზე, თუ როგორი სუფრით უნდა დავხვდეთ დრაკონის წელს.

"დრაკონი მითური ცხოველია. ეს არის მედიუმი ცასა და მიწას შორის. დრაკონს არ აქვს განსაკუთრებული შეზღუდვა, ყველაფერი შეგიძლიათ დადოთ სუფრაზე. მაგიდას გადააფარეთ წითელი ან თეთრი სუფრა. ნუ დადებთ მამალს სუფრაზე, სხვა ყველაფერი შეგიძლიათ გამოიყენოთ. მორთეთ თეფშები მწვანე ფერით, მაგალითად, მწვანე სალათის ფურცლებით. რაც მთავარია, მაგიდის ცენტრალურ ადგილას დააწყვეთ ხილი, უმჯობესია მწვანე ვაშლი. ლარნაკი, რაზეც დავაწყობთ ხილს, უნდა მოვრთოთ დაფნით. მაგიდაზე უნდა გვედოს ყვავილებიც, კარგი იქნება, თუ იქნება წყვილი და გადაჭერით ისინი ისე, რომ სხვადასხვა სიმაღლის იყოს. აუცილებლად უნდა იყოს წყალი, ასევე, ხორბალი, რომელშიც ჩაყრით 8 მონეტას, რომლებიც ფინანსურ წარმატებას მოგიტანთ. სანამ ახალი წელი დადგება, კარგი იქნება, თუ სახლში რაიმე ახალ ნივთს შეიტანთ. კარგია, თუ ახალ უთოს შეიძენთ, ეს ახალ ცეცხლის ენერგიას შემოიტანს და სახლს გაააქტიურებთ", -ამბობს ის.