რომელი ზოდიაქოს ნიშნები იპოვიან ჭეშმარიტ სიყვარულს ოქტომბერში?

ჰოროსკოპი

ასტროლოგები ვარაუდობენ, რომ ოქტომბრის თვე სავსე იქნება სასიყვარულო თავგადასავლებით და გარკვეული ზოდიაქოს ნიშნები თავის ცხოვრების სიყვარულსაც კი იპოვიან.

ვერძი

მარტოხელებისთვის: ივლისივით მცხუნვარე ოქტომბერი გელოდებათ, რადგან სიყვარულის პლანეტა ვენერა თქვენს მონათესავე ნიშანში - მშვილდოსანშია და უამრავ რომანტიკულ შეხვედრას გპირდებათ.

რჩევა: რაც უფრო მოღიმარი იქნებით, მით მეტი თაყვანის მცემლისაგნ მიიღებთ საჩუქარს, ღიმილს და სიურპრიზებს. 

წყვილებისთვის: საყვარელი ადამიანების მიმართ მაქსიმალურად მოსიყვარულე უნდა იყოთ. ნუ დაგავიწყდებათ მისი შექება, გაბედნიერება.

რჩევა: დაელოდეთ ნოემბერს, დრო კი განვითარებას, ახალი ცოდნის მიღებას დაუთმეთ.

ტყუპები

მარტოხელებისთვის: თუ ქუჩაში წვიმს, თქვენს პირად ჰორიზონტზე  ღრუბელიც კი არ შეიმჩნევა. თავგადასავლები თუ გსურთ, უნდა გააქტიურდეთ. თამამად გამოავლინეთ ინიციატივა . უთხარით ყველაფერ ახალს „კი“.

რჩევა: „არა“ უთხარით იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენთან ურთიერთობას გაბუტვებით და წყენით იწყებს.

წყვილებისთვის: თვის დასაწყისში სამსახურის საქმეები ყოველდღიურად გაწერილი გექნებათ. აი, მეორე ნახევარში კი უნდა აინაზღაუროთ რომანტიკა და გართობა. შეიძლება ახალი ჰობი გამოძებნა.

რჩევა: მიიღეთ მზის აბაზანები, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე . გადმოალაგეთ თბილი სამოსი და საზაფხულოებს ცოტა ხნით დაემშვიდობეთ.

კირჩხიბი

მარტოხელებისთვის: არ დაუშვათ შეცდომები სამსახურში, საქმეები თავიდან გექნებათ გადასამოწმებელი. ოქტომბერში დაასრულეთ ყველა პროექტი, რომ ნოემბერში პაემანზე სირბილი შეძლოთ.

რჩევა: ყველაფერს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ, გაატარეთ.

წყვილებისთვის: საყვარელი ადამიანი გაანებივრეთ თბილი ჩაით და გემრიელობებით. მოუქსოვეთ ლამაზი შარფი და ქუდი. ერთმანეთზე ზრუნვა კიდევ უფრო დაგატკბობთ ერთმანეთის მიმართ.

რჩევა: მასზე ზრუნვაში საკუთარ თავს ნუ დაივიწყებთ.

ლომი

მარტოხელებისთვის: მოემზადეთ, რომანტიკული განწყობა კარს შემოგიმტვრევთ. მოსაწყენად არ გეცლებათ, თაყვანისმცემლები გაგანებივრებენ საჩუქრებითა და სიურპრიზებით.

რჩევა: იყავით ქალური და არა დედოფლური.

წყვილებისთვის:  დათბებით და დატკბებით საყვარელი ადამიანის მიმართ. ის კი თქვენი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად გმირობებს ჩაიდენს.

რჩევა: კარგი იქნება იმიჯის შეცვლა.

ქალწული

მარტოხელებისთვის: ძილის წინ კანფეტების ჭამა და „ცუდ ბიჭებთან“ რომანი კარგს არაფერს  მოგიტანთ. ყველაფერი უსარგებლო უნდა მოიცილოთ.

რჩევა: მსუბუქი ურთიერთობა მხოლოდ იმ შემთხვევაში გეპატიებათ, თუ გრძნობებში სერიოზულად არ გადავარდებით.

წყვილებისთვის:  საყვარელ ადამიანს მეტი თავისუფლება მიეცით, ცუდი ამინდი  კი შინ ჯდომის მიზეზი არაა.

რჩევა: ჩაეწერეთ ფიტნესზე, გაიჩინეთ ახალი ჰობი.

სასწორი

მარტოხელებისთვის: დაბადების დღის საუკეთესო საჩუქარი პაემნები, რომანტიკული მიმოწერა და მუცელში პეპლების  ფარფატი იქნება.

რჩევა: შიშებმა, რომ წარსული არ განმეორდეს, შეიძლება გაგიფუჭოთ დამოკიდებულება ახლანდელ თაყვანისმცემლებთან.

მორიელი

მარტოხელებისთვის: სიყვარულის პლანეტა თქვენს ნიშანშია და ყავასაც კი ვერ დალევთ რომანტიკის გარეშე. დააკვირდით გარშემო მყოფებს, მათ შორის აუცილებლად გამოიძებნება სათქვენო.

რჩევა: თუ მარტოობა გსურთ, დაუთმეთ მეტი დრო კარიერას.

მშვილდოსანი

მარტოხელებისთვის: თუ ადამიანი არ მოგწონთ, ნუ გადავარდებით ილუზიებში და ისწავლეთ „არას“ თქმა. თუ ადამიანი ნამდვილად მოგწონთ, გამოხატეთ გრძნობები თბილი შეტყობინებებით, ჩახუტებით.

რჩევა: რჩევებს ყური არ დაუგდოთ, რაოდენ ავტორიტეტულიც უნდა იყოს ადამიანი თქვენთვის.

თხის რქა

მარტოხელებისთვის: დათუნიასავით მოგინდებათ პლედში თბილად გახვევა და გაზაფხულამდე დაძინება, მაგრამ  საკუთარ თავში უნდა გამოძებნოთ ენერგია და გააგრძელოთ ცხოვრება.

რჩევა: დაიწყეთ ექსპერიმენტები. გამოძებნეთ ახალი გასართობი, ჰობი. შეიცვალეთ სტილი.

წყვილებისთვის: ვნებები ბობოქრობს, ყველაფერზე შეგიძლიათ ვულკანის ამოფრქვევა.

მერწყული

მარტოხელებისთვის: ყველამ იცის, რომ ძლიერი და დამოუკიდებელი ხართ, ოქტომბერში კი სტრატეგია უნდა შეიცვალოთ. არ გამოავლინოთ ინიციატივა, არ დაურეკოთ პირველმა, მან დაგპატიჟოთ ყავაზე. იყავით ქალური და ნაზი. თქვენს საყვარელ ადამიანს სურს, მთავარი როლი ითამაშოს თქვენს  ცხოვრებაში.

რჩევა: ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი.

თევზები

მარტოხელებისთვის: მოერიდეთ კამათს ახლობლებთან, საათობით სოციალურ ქსელში სქროლას. უმჯობესია, დრო საკუთარ თავის განვითარებას დაუთმოთ.

რჩევა: ოქტომბერი - კარგი თვეა მავნე ჩვევბისგან გასათავისუფლებლად. გამოუთავისუფლეთ დრო  სასიამოვნო საქმიანობას.